მთავარისიახლეებისაზოგადოებაკიდევ ერთი აფეთქება ბრიუსელში - ბელგიის მასშტაბით განგაშია გამოცხადებული

კიდევ ერთი აფეთქება ბრიუსელში – ბელგიის მასშტაბით განგაშია გამოცხადებული

Published on

კიდევ ერთი აფეთქება ბრიუსელში – ამჯერად ევროკომისიის შენობასთან ახლოს, მაალბეკის მეტროს სადგურში მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, სადგურიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ბელგიის მასშტაბით განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადეს.

ახალი დეტალები ვრცელდება ბრიუსელის აეროპორტში  ავიაკომპანია ამერიკული ავიახაზების   სარეგისტრაციო პუნქტთან დღეს 8 საათზე მომხდარი    ორი აფეთქების შესახებაც ბელგიური მედიის ცნობით, აფეთქებამდე სროლის ხმასთან ერთად ფრანგულ და არაბულ ენებზე შეძახილებიც ისმოდა. აეროპორტის ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა მესამე საეჭვო პაკეტი იპოვეს.

ვრცელდება დაღუპულთა შესახებ ახალი მონაცემებიც. დაუზუსტებელი ცნობით, 17 ადამიანია დაღუპული, 25 ზე მეტი კი დაჭრილი. 

ამ დროისთვის აეროპორტი დახურულია და რეისების მიღებაც შეაჩერეს. ადმინისტრაცია მოუწოდებს მგზავრებს აეროპორტში არ მივიდნენ. აფეთქების შედეგად ნაწილობრივ დაინგრა შენობის ფასადი და დაზიანებულია ჩამოფრენების დარბაზიც. ადგილობრივი მედია ასევე წერს, რომ სავარაუდოდ მომხდარი ტერაქტია.

გასულ კვირას ბრიუსელში პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი დააკავეს, თუმცა სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მათთვის უცნობია უკავშირდება თუ არა დღევანდელი აფეთქებები ტერორიზმს.

 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...