მთავარისიახლეებისაზოგადოებასაია-ს ოირგანიზებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა შედგა (VIDEO)

საია-ს ოირგანიზებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა შედგა (VIDEO)

Published on

საქართველოს იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებთან და აქტიურ მოქალაქეებთან პროექტის „ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში“ ფარგლებში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით  შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არსსა და კომპეტენციას, აქტიური მოქალაქეობის პრინციპზე და წარმატებული ადვოკატირების კამპანიის განხორციელების კომპონენტებს. შეხვედრაზე გამოკვეთილ იქნა ის პრობლემები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლების კამპანია, შეხვედრები მოსახლეობასთან და პრობლემის იდენტიფიცირება, საჯარო შეხვედრები თვითმმართველობის წარმომადგენელთა ჩართულობით და რეკომენდაციების შემუშავება.პროექტის მეორე ეტაპზე ჩაერთვებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და შეხვედრის დროს აქტიური მოქალაქეები წარმოადგენენ მათთვის პრიორიტეტულ პრობლემებს და მოხდება ამ საკითხების ადვოკაცია. პროექტის დასასრულს კი გაანალიზდება პროექტის განხორციელებისას მიღებული შედეგები.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...