მთავარისიახლეებისაზოგადოებაუახლოეს დღეებში საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი

უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით დათბება.  22 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ, თუმცა ამაღამ შესაძლოა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოყინოს.ამაღამ, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია -1, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში -5 გრადუსი. რაც შეეხება შემდგომ ღამეებს ყინვები ნაკლებად არის მოსალოდნელია. 

"22 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია. რაც შეეხება 23 მარტს, ზოგან მოსალოდნელია წვიმა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. 
ხვალ დღისით დასავლეთ საქართველოში 10-15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. აღმოსავლეთში 11-16 გრადუსი. 
23 მარტს როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში კიდევ უფრო დათბება. თბილი ამინდები 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდება", – აცხადებს  ჰიდრომეტსამსახური. 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...