მთავარისიახლეებისაზოგადოებაესპანეთში დაღუპულ სტუდენტთა შორის საქართველოს მოალაქეები არ არიან

ესპანეთში დაღუპულ სტუდენტთა შორის საქართველოს მოალაქეები არ არიან

Published on

ესპანეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ სტუდენტთა შორის  საქართველოს მოქალაქეები არ არიან – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს წარმომადგენლობამ კატალონიის პოლიციის დეპარტამენტიდან მიიღო.

საქართველოდან ესპანეთში ერასმუსის სტუდენტური გაცვლითი პროგრამით თსუ-დან 3 ქართველი სტუდენტი იმყოფება. უკვე ცნობილია, რომ არც ერთი მათგანი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა.

მედიის ინფრომაციით, დაშავებულები დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, თურქეთის, უკრაინისა და ესპანეთის მოქალაქეები არიან. დაღუპული სტუდენტების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში გაცვლითი პროგრამა "ერასმუსის" სტუდენტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ბარსელონას უნივერსიტეტში და ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში ირიცხებიან.

ესპანეთის სამეფოს შსს-ს ინფორმაციით, ავარია ადგილობრივი დროით 06:00 საათზე, ქალაქ ამპოსტასთან მოხდა. ავარიის შედეგად 14 უცხოელი სტუდენტი დაიღუპა. ავტობუსის მძღოლმა, რომელსაც 56 სტუდენტი ვალენსიადან ბარსელონაში გადაჰყავდა, მაგისტრალზე საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის მეორე მხარეს გადავიდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. 43 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...