მთავარისიახლეებისაზოგადოებათეატრის დაგარჩენის მოთხოვნით მოქალაქე როსტომ ზარანდია პეტიციას აქვეყნებს

თეატრის დაგარჩენის მოთხოვნით მოქალაქე როსტომ ზარანდია პეტიციას აქვეყნებს

Published on

მოქალაქე როსტომ ზარანდიამ ზუგდიდის თეატრის გადარჩენის მოთხოვნით პეტიცია გაავრცელა, რასაც odishinews უცვლელად გთავაზობთ:

ზუგდიდის თეატრს სულ მალე 150 წელი უსრულდება, 1943-1946 წლებში აშენებული შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა კი დანრევის პირასაა! ავარიულ შენობაში რამდენიმე ადგილას ჩამონგრეულია ჭერი, დაზიანებულია სახურავი, ინგრევა სარეპეტიციო ოთახებიც, ყოველდღიურად ჩნდება ახალი ბზარები და მდგომარეობა დღითი-დღე სულ უფრო მეტად მძიმდება! 2016 წლის იანვრიდან თეატრის ადმინისტრაციამ მაყურებლების და მსახიობების უსაფრთხოების მიზეზით სპექტაკლების გამართვა შეწყვიტა!

ვითარება იმდენად საგანგაშოა, რომ გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს! ჩვენ, ამ პეტიციაზე ხელისმომწერნი, მოვითხოვთ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისაგან, შენობის აღდენითი/სარემონტო სამუშაოების უახლოეს მომავალში დაწყებას, – თეატრს უნდა ჩაუტარდეს სრულყოფილი რემონტი, აღიჭურვოს თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რათა ქალაქი თეატრის 150 წლის იუბილეს განახლებულ შენობაში შეხვდეს. მოვითხოვთ, რომ ზუგდიდის თვითმმართველობამ შეუნარჩუნოს ჩვენს ქალაქს თეატრის შენობა და უახლოეს მომავალში უზრუნველყოს მისი დროული რეაბილიტაცია! შემოგვიერთდით! ერთად გადავარჩინოთ ზუგდიდის თეატრი!-

 

სიახლეები

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...