მთავარისიახლეებიპოლიტიკადეპუტატის პასუხი მერიას - ბათლომე შელია განცხადებას ავრცელებს

დეპუტატის პასუხი მერიას – ბათლომე შელია განცხადებას ავრცელებს

Published on

ზუგდიდის მერიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბათლომე შელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებით ეხმაურება და საინფორმაციო სააგენტო OdishiNews მას უცვლელად გთავაზობთ:
 
„ზუგდიდის მერი‬ა თქვენს დღევანდელ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო…
განმარტებას ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით მხოლოდ ბოლო ნაწილიდან ნუ იწყებთ. დაიწყეთ იქიდან, რომ როდესაც ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე შემოვიდა განსახილველად, პირველი რაც ჩვენმა ფრაქციამ იკითხა იყო: "იყვნენ თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულები ის ადამიანები, რომლებიც 20 წელიწადზე მეტია აღნიშნულ ტერიტორიაზე ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას?"
 
როგორც შემდგომ აღმოჩნდა მოვაჭრეებისთვის არ იყო განმარტებული რა ხდებოდა. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ბაზრის ადმინისტრაციას სწორედ თქვენი თხოვნით, იერსახის გალამაზების მოტივით დაადგმევინეთ ის კონსტრუქცია, რომელიც დღეს სადავოა და თქვენი მხრიდან აღებას ექვემდებარება. თავიდანვე არ გაგითვლიათ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ტერიტორიის იჯარით გაცემას. ეს იყო თქვენი შეცდომა. თქვენი არასწორი დაგეგმვით შევიდა ჩიხში სიტუაცია და რატომ გიკვირთ, თუ ყველა დონეზე სწორედ თქვენ გაკრიტიკებენ?!
 
თუ ამას დავამატებთ იმ ფაქტს, რომ აღნიშნული აუქციონი მოიგო სულ 5 დღის წინ, სწორედ ამ საქმისთვისთვის შექნილმა შპს-მ, რომლის დირექტორი პოლიციის უფროსის ახლო ნათესავია, სულ არაფერ შუაში რომ არ იყოს ხარებავა, არ გაგიჩნდებოდათ შეკითხვები და არ გაგვაკრიტიკებდით თქვენი ოპოზიციონერობის პირობებში იმაზე უფრო აგრესიულად, ვიდრე ეს გააკეთა პარლამენტის სხდომაზე ნუგზარ წიკლაურმა?! წარმომიდგენია რა დღეში იქნებოდით.
 
ან ქვაფენილებზე გაკეთებულ განცხადებაში რა გიკვირთ? თქვენს შეკვეთილ სამუშაოებზე მუშებისთვის ხელფასი არ არის გადახდილი. დადის ეს გაჭირვებული ხალხი ყველგან, მათ შორის პარლამენტშიც. შველას ითხოვენ, საკუთარი ოფლით გამომუშავებულ ფულს ითხოვენ, თქვენ კიდევ გაიძახით "ჩვენ გადავიხადეთ და იმას მოთხოვეო"?!
აქაც ხომ როგორც მინიმუმ თქვენი მორალური პასუხისმგებლობაა?!
 
გაჟღერდა ყველაფერი ის, რაც ამ გაჭირვებულმა ხალხმა უთხრა პარლამენტის წევრებს. რა უნდა ექნა წიკლაურს, არ უნდა გაეხმოვანებია? მიმართა სამეგრელოს ხელმძღვანელობას, ეს პრობლემა აქვს ამ ხალხს, "ამას და ამას" გაიძახიან და მიხედე ამ საკითხსო. რატომ იყო ეს "უპასუხისმგებლო და პროვოკაციული განცხადება"?!
 
ნუ გავიწყდათ, რომ თქვენ ამ ქალაქის მმართველები, პოლიტიკური ფიგურები ხართ და იმაზე მეტი მოგეთხოვებათ ვიდრე კანონშია გაწერილი… მორალური პასუხიმგებლობის აღება ბევრად მნიშვნელოვანი მგონია მე ასეთ დროს. მოგეგვარებიათ აქვე და არ იქნებოდა პარლამენტის ტრიბუნიდან გასაჟღერებელი ეს საკითხი.
 
მერზე და საკრებულოს თავმჯდომარეზე ბოლოს გაჟღერებული არ არის ახალი. ეს პოლიტიკური "ტვირთი" მათ თვითონ აიკიდეს ცნობილი მოვლენების დროს და ვერც ვერასდროს ვერ მოიშორებენ…“,- ნათქვამია განცხადებაში.
 
დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში მერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის მიერ გაჟღერებულ რამდენიმე ბრალდებას პასუხობდა, რომელიც ტროტუარების მოპირკეთებაზე დასაქმებული მუშების სახელფასო დავალიანებასა და ბაზრის მოვაჭრეების პრობლემას შეეხებოდა. მერიაში განმარტავენ, რომ მისი ეს განცხადება მხოლოდ „იაფფასიანი პოლიტიკური ქულების მიღებას“ ემსახურება და რეალობას არის მოკლებული." – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბათლომე შელია.

სიახლეები

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...

“იმედი” ავრცელებს წერილს, რომელიც მათი მტკიცებით, რიჟვაძემ სუიციდის მცდელობამდე დაწერა

სამთავრობო პროპაგანდისტული მედია იმედი ავრცელებს წერილს, რომელიც მათივე მტკიცებით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე...

აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, დაკავებები ახლა დიდ ბიზნესზე გადადის-ზურაბიშვილი

ტერორი საქართველოში - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის, იგივე “ზარალას“ დაკავებას. “აქტივისტების, ჟურნალისტებისა...