მთავარისიახლეებისაზოგადოებაუნივერსიტეტის პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა

უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა

Published on

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტისსტუდენტებმა  წუხელ  საპროტესტო აქციები შეწყვიტეს.  სტუდენტების ორივე მხარემ თსუ-ს პირველი კორპუსი დატოვა. შიმშილობა დროებით შეწყვიტეს უნივერსიტეტის პროფესორებმაც, რომელნიც   რექტორ ვლადიმერ პაპავას მხარდაჭერის ნიშნად შიმშილობდნენ.  უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა. 

დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ დალუქულია მხოლოდ 115-ე აუდიტორია, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში სტუდენტები იკრიბებოდნენ და თავიანთ მოთხოვნებს აყენებდნენ. 

წუხელ "აუდიტორია N115"-ის წევრებმა გაახმოვანეს  გაცხადება, რომლის თანახმად უცვლელი რჩება მათი მოთხოვნა  უნივერსიტეტის ავტომონიურობის შესახებ, რაც  გულისხმობს მართვის სისტემის დემოკრატიზაციას, თითოეული სტუდენტისა და პროფესურის მაქსიმალური მონაწილეობით.

,,ძირეული ცვლილებების გატარება შეუძლებელია კლანების მიერ მართულ უნივერსიტეტში. ამიტომ ამ დროისთვის ჩვენი მთავარი რადიკალური მოთხოვნაა არა ცალკეული თანამდებობის პირების გადაყენება, არამედ მთლიანად აკადემიური საბჭოს დაშლა, მისი სტრუქტურისა და არჩევის წესის რეორგანიზება,  "საკანონმდებლო ცვლილებები აკადემიური საბჭოს გარდა უნდა შეეხოს რექტორის, სენატის და სხვა ინსტიტუტების არჩევის წესს. ამასთანავე, ჩვენ ვითხოვთ საგანმანათლებლო სივცრის სრულ გათავისუფლებას ე.წ. ოდეერებისგან. ამ მიზნით უახლოეს დროში შემუშავდება  კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის. ეს ხელშეკრულება არ უნდა ეფუძნებოდეს პარტიულ კონიუნქტურას და არ უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას. ", – განაცხადა სტუდენტების ამ ნაწილის ლიდერმა ლევან ლორთქიფანიძემ. მისი თქმით, თუ მათი მოთხოვნები 16 აპრილამდე არ დაკმაყოფილდება, ისინი საერთო სტუდენტურ გაფიცვას დაიწყებენ. 

 

 

 

სიახლეები

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...