მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძარი ,,გუდვილში'' ლოკალიზებულია

ხანძარი ,,გუდვილში” ლოკალიზებულია

Published on

ორი ადამიანი დაშავდა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე  მდებარე  ჰიპერმარკეტ "გუდვილში" გაჩენილი ხანძრის შედეგად.  ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა დაკვამლიანების გამო ადგილზე სახანძრო ბრიგადები ჯერ კიდევ მუშაობენ. ჰიპერმარკეტთან ამ დრომდე რჩება პოლიცია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დასავებუთა მდგომარეობა საგანგაშო არ არის –  ერთ პირს ინტოქსიკაცია აღენიშნება, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ არსებობს, რაც შეეხება მეორე დაშავებულს, სხეულზე მიღებული  დაზიანებებისა და  ტრავმის გამო  სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ბრიგადას ქირურგიის ინსტიტუტშია გადაყვანილი. 

 ხანძარი გუდვილში დაახლოებით 12.00 საათზე  გაჩნდა –  ამ დროისათვის შენობაში სინათლე ჩაქრა, რის შემდეგაც თანამშრომლებმა მალევე შენობაში შენიშნეს ძლიერი დაკვამლიანება . ხანზრის ჩაქრობაზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის შვიდი ბრიგადა მუშაობდა. შენობიდან განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია. 

 

სიახლეები

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...