მთავარისიახლეებისაზოგადოებაკომპანია "მეტრო +" ოფისთან მძღოლების საპროტესტო აქცია გრძელდება - დაკავებულია ოთხი ადამიანი

კომპანია “მეტრო +” ოფისთან მძღოლების საპროტესტო აქცია გრძელდება – დაკავებულია ოთხი ადამიანი

Published on

დილიდან ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე  კომპანია "მეტრო პლიუსის" დღეს გახსნილ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას მართავენ   საქალაქთაშორისო (ძირითადად  ზუგდიდი-თბილისის ხაზზე მოძრავი) ავტობუსებისა და მიკროავტობუსების  მძღოლები. ისინი  აცხადებენ, რომ არ მისცემენ კომპანიას  რეისების განხორციელების საშუალებას და სატრანსპორტო ბაზრიდან მის გასვლას მოითხოვენ. სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა 12 საათისთვის,  როცა კომპანიის ავტობუსმა სადგომზე შესვლა დააპირა და, როგორც დაანონსებული იყო,  პირველი რეისის განხორციელება სცადა. მძღოლებმა გზა გადაუღობეს ავტობუსს და სადგომზე შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, თუმცა  ამის  საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს და წინააღმდეგობის გაწევისთვის 4 ადამიანი დააკავეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

საერთაშორისო კომპანია  "მეტრო+"-ის ხელმძღვანელობა მომხდარზე ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს, რაც შეეხება მის გეგმებს ზოგადად კომპანიის ფუნქციონირების მიმართ,    კომპანიის დირექტორმა დავით დიდშვილმა  აქციის დაწყებამდე  დააფიქსირა თავისი პოზიცია: ,,ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი. ჩვენ ყველაფერი კანონიერად გვაქვს და რეისებსაც განვახორციელებთ''. კომენტარებზე უარი უთხრა ჟურნალისტებს  ფოთის მერის ძმამ ვახტანგ კაკულიამ, რომელმაც   მცირე ხნის წინ   დატოვა კომპანიის დაქირავებული შენობა. აქციის მონაწილეთა განცხადებით,   კომპანიას ვახტანგ კაკულია და მის ძმა, ფოთის მერი ლობირებენ. 

 

სიახლეები

საჰაერო ნავიგაცია ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

რატომ "ჩაკეტეს ცა" აბასთუმნის თავზე? - საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს. საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის...

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...