მთავარისიახლეებისაზოგადოებასამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა დეპუტატ ანა წითლიძეს ხვალინდელ აქციაზე დასწრება სთხოვეს

სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა დეპუტატ ანა წითლიძეს ხვალინდელ აქციაზე დასწრება სთხოვეს

Published on

ცოტა ხნის წინ დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა შეხვედრა მოითხოვეს და ხვალინდელ აქციაზე დასწრება სთხოვეს ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ანა წითლიძეს. ამის შესახებ დეპუტატი საინფორმაციო სააგენტო OdishiNews ესაუბრა. 
 
ანა წითლიძე სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს უკვე შეხვდა და დაპირდა რომ ხვალ მათ მიერ გამართულ მშვიდობიან აქციაზე მათთან ერთად იქნებოდა. ის ასევე აღნიშნული საკითხით დაინტერესებას დაპირდა მძღოლებს და სთხოვა მათ მოლაპარაკების რეჟიმში გადაეყვანათ მათი პროტესტი. წითლიძეს განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში მოიძებნოს კომპრომისი, ერთს მხრივ მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენციის არსებობა ბაზარზე, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია ისიც რომ ადამიანის უკან დგანან ოჯახები, მათ აქვთ სესხები და სახელმწიფო ვალდებულია მათ შეუქმნას მუშაობის შესაბამისი პირობები. დეპუტატის განცხადებით, ის უკვე ელაპარაკე მძღოლებს და ისინი მზად არიან თვითონ დააწესონ გარკვეული შეღავათები და გააუმჯობესონ პირობები.
 
შეგახსენებთ, რომ 17 მარტიდან სატრანსპორტო კომპანია "მეტრო ჯორჯია" დედაქალაქის მიმართულებით რეისებს განაახლებს. როგორც კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა მითითებული პირველი რეისი დილის 8 საათიდან შესრულდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ "მეტრო ჯორჯია" -ს წინააღმდეგ. 

სიახლეები

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...