მთავარისიახლეებისაზოგადოებასახალხო დამცველის აპარატმა მოვაჭრეების აქციის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

სახალხო დამცველის აპარატმა მოვაჭრეების აქციის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

Published on

სახალხო დამცველის აპარატი საკუთარ ვებ-გვერდზე 14 მარტს ზუგდიდის ბაზრის შესასვლელთან გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, სადაც ადგილზე მისული იყო სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის სამეგრელო ზემო–სვანეთის სამმართველოს უფროსი ლევან პაპავა. როგორც მონიტორინგის შედეგებიდან ირკვევა, „სახალხო დამცველის წარმომადგენლის დაკვირვებისას, პოლიციელთა მხრიდან მოსახლეობაზე ძალადობა, არასათანადო მოპყრობა და უფლებამოსილების გადამეტება არ დაფიქსირებულა.“

2016 წლის 14 მარტსღამის 10 საათზე სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო ინფორმაციარომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეებზე ხორციელდებოდა ძალადობავითარების შესწავლის მიზნითსახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის სამეგრელო ზემოსვანეთის სამმართველოს უფროსი გავიდა შემთხვევის ადგილზე და მოისმინა ზუგდიდის ბაზარში მომუშავე პირთა განმარტებები.

შპს „ზუგდიდის სუპერმატკეტის“ მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთირომელზეც განლაგებულია მსუბუქი კონსტრუქციებიზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით სარგებლობაში გადაეცა შპს „ლონდასტეს“.

შპს „ზუგდიდის სუპერმარკეტს“ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ასრებული მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ განუსაზღვრა სამდღიანი ვადარამაც გამოიწვია ბაზრის მოვაჭრეებს პროტესტი.  

სახალხო დამცველის წარმომადგენლის დაკვირვებისასპოლიციელთა მხრიდან მოსახლეობაზე ძალადობაარასათანადო მოპყრობა და უფლებამოსილების გადამეტება არ დაფიქსირებულა.

ზუგდიდის მერიის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებითზუგდიდის ბაზრის შიდა ტერიტორიაზე არსებული მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი გადაიდორათა პროცესის მონაწილე ყველა მხარემ შეძლოს შეთანხმების მიღწევა.“ – მათქვამია  სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

სიახლეები

რუსული სარაკეტო-დრონული იერიში ოდესაზე – დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 16

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო-დრონული იერიშის შედეგად ოდესაში, 16 აპრილის ღამეს, სულ მცირე 8 ადამიანი...

რუხაძემ ლიბერთი ბანკი გაყიდა

ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედის შემდეგ ლიბერთი ბანკიც ახალ მფლობელს ოფიციალურად გადააბარა. აქციების 95.99 %...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...