მთავარისიახლეებიექსკლუზივიეგნატე შამუგია: „მერია ტენდერებზე მიკერძოებულობას ავლენს“

ეგნატე შამუგია: „მერია ტენდერებზე მიკერძოებულობას ავლენს“

Published on

ინტერნეტგამოცემების მომსახურების შესყიდვაზე ქალაქ ზუგდიდის მერიამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 14 მარტს  გამოაცხადა. აღნიშნული მომსახურეობის შესყიდვას მერია 4 ტენდერად ახორციელებს. სამის შემთხვევაში სავარაუდოდ ეს თანხა 1800 ლარია, ხოლო ერთის შემთხვევაში 2 454 ლარი, როდესაც ოთხივე შემთხვევაში შესყიდვის ობიექტი იდენტურია, თანაბარი მოცულობისაა და მომსახურეობის პირობებიც ემთხვევა.ტენდერში გამარჯვებული მედიასაშუალება ვალდებულებას იღებს საკუთარ ვებ-გვერდზე შეუზღუდავად, ოპერატიულად და მიუკერძოებლად განმათავსოს მერიის აქტივობების ნუსხა და თვეში ერთხელ მოამზადოს და გაავრცელოს მერიის საინტერესო კომენტარები.ტენდერთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა სამოქალაქო აქტივისტ  ეგნატე შამუგიას. „მერიამ რატომ დაყო 4 ტენდერად შესყიდვები, მაშინ როდესაც აღნიშნული პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს, რომლის თანახმადაც შემსიყდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ფინანსური სახსრების რაციონალური ხარჯვა და შესყიდვის კონკურენტულ გარემოში ჩატარება.ლოგიკურია, როცა ერთი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება რაც უფრო მაღალია, მით უფრო მეტია  გამოცდილი და მაღალრეიტინგული სააგენტოების დაინტერესება, რაც შესაბამისად აისახება ტენდერის კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელთან შედარებით მერიამ აღნიშნულ მომსახურებაზე ბიუჯეტში 15 ათასი ლარით მეტი გაითვალისწინა, როცა ეს შარშან 4800 ლარს არ აჭარბებდა, ეს კი წარმოადგენს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების უგულებელყოფას.რაც იმას გულისხმობს, რომ მსგავსი ხარჯების გაზრდა წინა წლების ბიუჯეტთან შედარებით დაუშვებელია.ასევე შარშან პირადად გავასაჩივრე მერიის მიერ ორი მსგავსი ტენდერი, რომელიც შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ სრულიად დააკმაყოფილა.“-აცხადებს ეგნატე შამუგია.

ქალაქ ზუგდიდის მუნიცვიპალიტეტის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსმა ლაივპრესთან განაცხადა რომ „როცა წლის ბოლომდე ერთ სააგენტოსთან ხელშეკრულება გაფორმდება, ბუნებრივია, იგივე თემატიკაზე მეორე ხელშეკრულება ვერ გაფორმდება, არათუ ოთხი. ოთხზე გამოცხადდა იმიტომ, რომ უფრო ბევრი სააგენტო ემსახურებოდეს ინფორმაციების გავრცელებას და არა დავუშვათ მარტო ერთი ან ორი. საჭირო რომ ყოფილიყო ერთთან, იქნებოდა ერთი ტენდერი და ერთი თანხა“.

დავით ხუნჯუას ამ კომენტარზე ეგნატე შამუგიას განსხვავებული პოზიცია აქვს და მას არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს: „აღნიშნულ ტენდერში შეიძლება მონაწილეობა მიიღოს რამდენიმე კომპანიამ, მაგარმ ასევე შესაძლებელია ოთხივე ტენდერში ერთმა კომპანიამ გაიმარჯვოს, რომლის ალბათობაც მაღალია.ასეთ შემთხვევაში გაუგებარია მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსისთვის  წინასწარ რატომაა ცნობილი თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სატენდერო კომისია, მითუმეტეს აანონსებს სატენდერო კომისიის ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-16 მუხლთან წინააღმდეგობაში მოდის. მსგავსი ფაქტის შემთხვევაში არ არსებობს ისეთი სამართლებრივი ნორმა ან მექანიზმი, რომ უარი ეთქვას ერთი და იმავე სააგენტოს.ამ შემთხვევაში აზრი ეკარგება ტენდერის ოთხად გაყოფას, რადგან შესაძლებელია ოთხივე მომსახურება გასწიოს დაბალრეიტინგულმა სააგენტომ, რაც თავისთავად ეფექტური არ იქნება.სწორედ ამ არგუმენტებიდან გამომდინარე ცხადია, რომ, მერიას არანაირი საფუძველი არ გააჩნდა შესყიდვის ოთხად დაყოფის. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მიზანმიმართულ ქმედებას, ბ-ნი დავით ხუნჯგუა ლაივპრესთან ამბობს, რომ  „მე მოხსენების ბარათი დამეწერა, ოთხი სააგენტო იყო ჩამოწერილი. ცხრილში შესაბამისად იყო მითითებული იყო თანხები. რაც დამეწერა, იმაზე მოვამზადე სატენდერო დოკუმენტაცია, იმ ტექნიკური პირობებით, რაც სამსახურმა გამოგვიგზავნა“.- აქედან ირკვევა რომ მერიას წინასწარ აქვს შერჩეული ის 4 სააგენტო, რომელიც ტენდერში მიიღებს მონაწილეობას, ამის კიდევ ერთი არგუმენტი ის გახლავთ, რომ ერთი და იმავე მომსახურეობის ერთ-ერთი ღირებულება გაცილებით მეტია, რაც გულისხმობს რომ აღნიშნული ტენდერი შედარებით რეიტინგული სააგენტოსთვის არის გამიზნული, მიუხედავად იმისა რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნები ერთი და იგივეა.“- ამბობს ეგნატე შამუგია.

 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...