მთავარისიახლეებიპოლიტიკაფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელებმა" 2015 წლის მუშაობა შეაჯამა

ფრაქცია “ქართული ოცნება-რესპუბლიკელებმა” 2015 წლის მუშაობა შეაჯამა

Published on

ფრაქცია“ ქართული ოცნება-რესპუბლიკელებმა“ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 2015 წელს გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას.

„ფრაქციის პრიორიტეტებს შორის, გამოვყოფდი განათლების სფეროს. ამ მიმართულებით ფრაქცია დაფუძნების დღიდან აქტიურად საქმიანობს. ,,ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების  ხელმძღვანელებთან,  სადაც წარმოჩენილ იქნა და გადაიჭრა ბაღებში არსებული პრობლემური საკითხებიდიდი ნაწილი.  ფრაქციის  პრიორიტეტად სახვადასხვა საკითხებთან ერთად იყო და რჩება სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში  ნორმალური პირობების    შექმნაზე ზრუნვა.

ფრაქციის წევრებმა  არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ წარმომადგენლებთან   ერთად პროექტის ფარგლებში ,,რეალური ჩართულობა თვითმართველობაში“  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებში გამართეს შეხვედრები. პროექტისა და შეხვედრების მიზანი სკოლის მოსწავლეებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სკოლებში  არსებული პრობლემების ადგილზე გაცნობა იყო.  ამ პროექტის ფარგლებში წარმოჩენილი პრობლემების დიდი ნაწილი გასულ  წელს მოგვარდა. (სპორტული დარბაზების, სველი წერტილებისა და საკლასო ოთახების რეაბილიტაცია).

საკითხის მასშტაბურობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოვყოფდი ფრაქცია ,,ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ ინიციატივას  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან დაკავშირებით. ქალაქის მერიის  შესაბამის სამსახურებთან ერთად შემუშავდა  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამხანაგობების ჩამოყალიბების და განვითარების, ასევე მათი მხარდაჭერის  გეგმა. გაიმართა სამუშაო შეხვედრა უკვე არსებულ ამხანაგობების თავმჯდომარეებთან,  სადაც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შეფასება და არსებული გამოწვევების ანალიზი, გაცნობილ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები და საკანონმდებლო პრაქტიკა.

ფრაქცია ასევე აქტიურად მუშაობს სოციალური და ჯანდაცვის საკითხების მიმართულებით. მე როგორც ფრაქციის ერთერთი წევრი წარმოდგენილი ვარ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მოწონებულ პროექტებიის ფინანსური მხარდაჭერის კომისიაში. კომისიამ შემოსული 10 საპროექტო წინადადებიდან  6 მოიწონა და დააფინანსა.  დაფინანსებული პროექტებიდან განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო ასოციაცია გზამკვლევის მიერ წარმოდგენილი პროექტი, აუტიზმის სინდრომის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრის დაფუძნება, რომელიც ამ ეტაპზე ემსახურება 20 ბავშვს.

ფრაქცია ,,ქართული ოცნება -რესპუბლიკელები“ აქტიურად არიან ჩართული ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში. ფრაქციის ინიციატივითა და  ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტის  საჯარაო განხილვა  მოეწყო, სადაც საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ბოტანიკური ბაღში განსახორციელებელი სამუშაოების თაობაზე, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოისმინეს მოქალაქეთა შენიშვნები და რეკომენდაციები რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით.

ჩევნი ფრაქციისათვის  პრიორიტეტული მიმართულებაა ბიზნესის ხელშეწყობა და პრივატიზაციის პროცესის მხარდაჭერა. ფრაქციას მიაჩნია, რომ შექმნილია შესაბამისი პირობები და საინტერესო ბიზნეს გარემო  ინვესტორებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ქალაქში კერძო ბიზნესის განვითარებასა და ქალაქის ეკონომიკურ წინსვლას.

ფრაქცია ,,ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“  თავმჯდომარე ნიკოლოზ ზარქუა წარმოდგენილია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. კომისიამ გასცა 427საკუთრების მოწმობა, უარი ეთქვა 5მოქალაქეს. ამ მიმართულებით არსებული მოსაკრებლების სახით ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსული თანხის ოდენობა 52 286ლარს შეადგენს. ფრაქციის თავმჯდომარე ასევე არის საკრებულოს  ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა და იურიდიული, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის კომისიების წევრი.

ჩვენი ფრაქციის წევრი, საკრებულოს  ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუა აქტიურად და უშუალოდ არის ჩართული ქალაქში განსახორციელებელი სხვადასხვა სახის ინფრასტუქტურული პროექტის შემუშავებაში.  იგი ფრაქციის წევრებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ინტენსიურად ხვდება მოსახლეობას, ჩვენ ადგილზე ვეცნობით მოსახლეობისათვის პრობლემურ საკითხებს და ვახდენთ არსებული პრობლემების პასპორტიზაციას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, ათეულობით ქუჩაზე დამონტაჟდა  გარე განათება, მოეწყო სანიაღვრე არხები, განხორციელდა  საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, მრავალბინიანი სახლების გადახურვა, დასასრულს უახლოვდება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სრული რეაბილიტაცია,მიმდინარეობს ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები, მათ შორის სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობა. შარშან ჩვენს მოხსენებაში დავაუწყეთ, რომ 2016 წელს დაიწყებოდა ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება: წყალმომარაგების პროექტი, რომლის ღირებულება გახლავთ 40 მილიონი დოლარი და საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 20 მილიონი ლარის ღირებულებით, სამუშაოები უკვე დაწყებულია.უახლოეს მომავალში დაიწყება წყალარინების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 38 მილიონი ლარია. რაგბის სტადიონის მშენებლობისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ყველა ტექნიკური საკითხი მოგვარებულია და ჩვენ ძალიან მალე ველოდებით ქართუ ჯგუფის მიერ მშენებლობის დაწყებას.

 ფრაქციის წევრი და კომისის თავმჯდომარე  თენგიზ ქოჩუა აქტიურად მუშაობდა ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის შექმნაზე,  ასევე  ქუჩების ნუმერაციის წესის შემუშავებაზე. მნიშვნელოვანი იყო გარე რეკლამის რეგულაციებისა და წესების

 ფრაქციის ინიციატივით დაწყებულია პარკირების მოწესრიგებაზე მუშაობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა საჯარო განხილვა. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა დადგენილება  ,, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“.

ფრაქცია  ,,ქართული ოცნება-რესპუბლიკელები“ მიესალმება საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმართველობის კოდექში შესულ ცვლილებებს რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლების საერთო კრებების გამართვას რაც ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და პრიორიტეტების დოკუმენტების შედგენისას მოქლაქეთა უფრო მეტ ჩართულობას და რეალური თვითმართველობის განხორციელებას.

საინტერესო და მნიშვნელოვანია ფრაქციის  საქმიანობის საერთაშორისო მიმართულება. ფრაქციის წევრები აქტიურად  არიან ჩართულნი თვითმართველობის საკითხებზე  მომუშავე საერთაშორისო კონფერეციებსა და ფორუმებში. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით   პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, მათთან თანამშრომლობის გზით ეფექტური თვითმმართველობის განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების გატარება და დანერგვა ჩვენი მუნიციპალიტეტის რეალობაში.

განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო ჩვენი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან. NDI ის მხარდაჭერით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის საჯარო შეხვედრები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშიერებით და ასევე ტრეინინგ სემინარები სადაც მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საკრებულოში NDI ის სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებში ფრაქციებში ძალიან აქტიურად მუშაობენ კვალიფიციური და ნიჭიერი ახალგაზრდები. ამ ორგანიზაციამ ასევე მოგვცა შესაძლებლობა გავცნობოდით აშშ ის ადგილობრივი თვითმმარრთველობის მუშაობის სპეციფიკას. ვიზიტის ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ჩვენ ასევე შევხვდით ადგილობრივი ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ვიზიტის შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ გაცილებით უფრო ხშირად ისმის ჩვენგან ჯადოსნური სიტყვები ჩართულობა და გამჭვირვალობა J

ჩვენს მიერ მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე ვთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, მოქალაქეებს საკრებულოში წარმოადგინონ საქმიანი წინადადებები,რეკომენდაციები, ჩართულები იყვნენ აქტიურად მიმდინარე პროცესებში.NDI ის რეკომენდაციით საკრებულოში არსებულ ყველა ფრაქციას აქვს ფრაქციის ფეისბუქ გვერდი სადაც იტვირთება ჩვენი აქტივობები. ასევე რეკომენდაციების გათვალისწინებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ გვერდზე ეტაპობრივად იტვირთება ფრაქციების სხდომის ოქმები, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს ცხელი ხაზი სადაც ნებისმიერ მოქლაქეს შეუძლია მათთვის საინტერესო საკითხზე მიიღოს ინფორმაცია.თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ინტერნეტით სარგებლობს მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი მიგვაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება შესაძლებელია მუნიციპალური გაზეთის მეშვეობით. კეთილი შურით მშურს ქალაქ არლინქტონის კოლეგების სადაც მუნიციპალურ გაზეთთან ერთად მათ აქვთ საკუთარი ტელევიზია სადაც პირდაპირ ეთრეში შესაძლებელია მოქალაქეებთან ურთიერთობა . მე მგონი ეს გამოცდილება ძალიან საინტერესოა, თუმცა დამატებით ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული.  გამოცდილებიდან გამომდინარე მომავალში ვგეგმავთ  სპეციალური ოთახის მოწყობას მოქალაქეებისათვის სადაც შესაძლებელი იქნება ღია საუბრების ორგანიზება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით .

ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“ აქტიურად მონაწილეობდნენ 2016 წლის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში, ასევე საკრებულოს კომისიებში გამართულ შეხვედრებში. ფრაქციამ ქალაქის მერიას ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, სამართლებრივი  ნორმების დაცვით, შენიშვნებითა  და რეკომენდაციებით მიმართა. ამ რეკომენდაციებიდან გამოვყოფ მოხუცთა თავშესაფრის მოწყობის საკითხს რომელთან დაკავშირებით ამ ეტაპისათვის თვითმართველობის მიერ გამოყოფილია ფინანსური რესურსები, მიმდინარეობს პარტნიორ ორგანიზაციასთან ,,საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთთან“ მუშაობა რომელიც გამოთქვამს მზაობას სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თანადაფინანსების ფარგლებში  მოხუცთა თავშესაფარის დაფუძნების თაობაზე. ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“ -ს ინიციატივით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა ,,საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთთან“ ერთად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩაატარეს ,,ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხანდაზმული ადამიანების სოცილურ-ეკონომიკური კვლევა, რომელმაც ნათლად გამოკვეთა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხუცთა თავშესაფარის არსებობის აუცილებლობა.

დაბოლოს, ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელები“ როგორც, ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკური შემადგენელი, მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა კონსტრუქციულ ძალასთან. ფრაქცია არის და მომავალშიც იქნება ინტენსიური და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის რეჟიმში  ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ფრაქციის სახელით მინდა მივმართო ზუგიდელებს – ძვირფასო თანაქალაქელებო  გთხოვთ უფრო აქტიურად ჩაერთეთ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, ერთად გადავწყვიტოთ რა არის ქალაქისთვის პრიორიტეტული, რა უნდა გაკეთდეს უფრო ეფექტურად, ქალაქი უნდა ვმართოთ ერთად! ეს არის რეალური თვითმმართველობა! – ნათქვამია საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ 2015 წელს გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშში.

სიახლეები

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში...

“არა რუსულ არჩევნებს!” -დღეს, თბილისში აქცია-მსვლელობა 15:00 საათიდან დაიწყება

არა რუსულ არჩევნებს!" - დღეს, თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა. ოპოზიციური პარტიების: "კოალიცია ცვლილებისთვის",...

არა რუსულ არჩევნებს! – 9 ნოემბერს, 15:00 საათზე, პროევროპული ოპოზიცია მსვლელობას მართავს

ხვალ, 9 ნოემბერს, პროევროპული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, შეკრება ორ ლოკაციაზე,...

იანვარ-სექტემბერში საქართველოში 4 107 ავარია მოხდა და 301 ადამიანი ემსხვერპლა

მიმდინარე წელს საქართველოში 4 107 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. 2024 წლის 9 თვეში ავარიებს 301...