მთავარისიახლეებისაზოგადოებასტუდენტური აქციები გრძელდება - თსუ-ს მთელ ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან

სტუდენტური აქციები გრძელდება – თსუ-ს მთელ ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან

Published on

დილიდან ვითარება უცვლელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა წუხელ  დატოვეს აკადემიური საბჭოს ოთახი, თუმცა მათი  მოთხოვნა გადადგეს რექტორი ვლადიმერ პაპავა, უცვლელი რჩება  –  ისინი 12.00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებენ ,  ამ დროისთვის მხოლოდ თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური შიმშილობს.  

სტუდენტების მეორე  ნაწილი ისევ 115-ე აუდიტორიაში იმყოფება. შიმშილობას აგრძელებენ ლექტორები, რომლებიც მათთან  ერთად არ იზიარებენ   თვითმმართველობის წევრების მოთხოვნას – ერთადერთ სწორ გამოსავალს ისინი ხედავენ არა რექტორის გადადგომაში, არამედ უმაღლესი განათლების შესახებ  კანონის  შეცვლაში, კერძოდ ცვლილებში, რომლებიც უნდა შევიდეს  თვითმმართველობის სისტემაში,  რექტორის, აკადემიური საბჭოსა და სენატის არჩევის პროცესში. 

 "აუდიტორია 115"-ის წევრები თავის მხრივ  საპროტესტო აქციას გეგმავენ დღეს 13.00 საათზე ,    თვითმმართველობისგან განსხვავებულ დროს , რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის დაპირისპირება . 

თსუ-ს მთელ ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...