მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდის ბაზრის ტერიტორიაზე ამ წუთებში ხმაურია

ზუგდიდის ბაზრის ტერიტორიაზე ამ წუთებში ხმაურია

Published on

ამ წუთებში ხმაურია ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე. როგორც ადგილზე მყოფი მოვაჭრეები აცხადებენ, ამაღამ მერიის ზედამხედველობის სამსახური ბაზრის სავალ ნაწილებზე განთავსებული ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟს აპირებს.  ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე იმყოფება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრიც ანა წითლიძე. როგორც დეპუტატმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი, ბაზრის ტერიტორიაზე იმყოფებიან ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ესართია და შსს ზუგდიდის სამმართველოს უფროსი კობა ხარებავა. ანა წითლიძის განცხადებით, შელაპარაკება მოხდა მასსა და სამმართველოს უფროსს შორის.

ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე იმყოფებიან მოვაჭრეებიც. ამ დრომდე ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესი არ დაწყებულა.  

 

 

 

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...