მთავარისიახლეებიპოლიტიკაგუბერნატორმა სტუდენტებს 3 წლის მუშაობის ანგარიში ჩააბარა

გუბერნატორმა სტუდენტებს 3 წლის მუშაობის ანგარიში ჩააბარა

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დღეს, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს რეგიონის მასშტაბით  განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. დღესვე, გუბერნატორმა სტუდენტებს  რეგიონის მასშტაბით განხორციელებული პროექტების სამი წლის ანგარიშიც ჩააბარა. სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდა 1359 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 632 მილიონი ლარი დაიხარჯა, სამუშაოების შესრულების დროს დასაქმდა 9 ათასამდე ადგილობრივი მცხოვრები. უნივერსიტეტის დარბაზში შეკრებილებს გუბერნატორმა ასევე სპეციალური ვიდეოკოლაჟი წარუდგინა, რომელიც 3 წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებს ასახავდა. რეგიონის პირველმა პირმა შეკრებილებს ზუგდიდში ტექნოინოვაციების პარკის მოწყობის შესახებაც აუწყა. გუბერნატორის განცხადებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად რამდენიმე ადგილი განიხილება, თუმცა კონკრეტულად თუ სად, ამაზე ლევან შონიას არ უსაუბრია. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, 2016 წელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალგაზრდობის წლად ცხადდება. ანგარიშის პრეზენტაციის დასასრულს უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ კონკრეტული კითხვით მიემართათ როგორც გუბერნატორისთვის, ასევე შეხვედრის დამსწრე თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის 3 წლის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციას შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო დაწესებულების რექტორი, უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...