მთავარისიახლეებისაზოგადოებაშავ-ბნელი იდეებით არასდროს არ ცხოვრობდა ქართველი, ქართველი, რომელიც იყო თავისუფალი”-გიორგი მარგველაშვილი

შავ-ბნელი იდეებით არასდროს არ ცხოვრობდა ქართველი, ქართველი, რომელიც იყო თავისუფალი”-გიორგი მარგველაშვილი

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა სულ ცოტა ხნის წინათ იმ ადამიანებს მიმართა, ვისაც ფარული ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებით აშანტაჟებენ და ემუქრებიან.

“მინდა მოგმართოთ ჩემო თანამოქალაქეებო, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, ან მსოფლმხედველობისა, მე ვდგევარ თქვენს გვერდით და მუდამ დაგიცავთ და მუდამ სოლიდარული ვიქნები იმათ მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს. ამის საბუთად შემიძლია ღიად საზოგადოებას ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო, მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და მექნება კიდევ მომავალში და იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ თქვენ,” განაცხადა მარგველაშვილმა პრეზიდენტმა იმ “შავ-ბნელ” ძალებსაც მიმართა, რომლებიც მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოების დაშანტაჟებას აპირებს.

“თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს. თქვენი აი, ამ რაღაცა შავ-ბნელი იდეებით არასდროს არ ცხოვრობდა ქართველი, ქართველი, რომელიც იყო თავისუფალი”, აღნიშნა მარგველაშვილმა

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....