მთავარისიახლეებიპოლიტიკასამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც, გუშინ რუსთავი 2 -ზე, ბიზნესკურიერში გასულ სიუჟეტს და გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება . საინფორმაციო სააგენტო OdishiNews გუბერნატორის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების და გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ჩემს ახლო ნათესავებთან ერთად ჩართული ვარ თხილის ბიზნესში და ვახდენ აფხაზეთიდან თხილის გადმოტანას.
ცალსახად ავღნიშნავ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რაც მიზნად ისახავს ჩემი, როგორც გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შელახვას, რასაც გარკვეული პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ იყენებენ. მსგავს თემებზე აპელირების დროს პოლიტიკური ძალები და მედია ახდენს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას, არ აქვთ ფაქტები, წყაროები და ხდება მხოლოდ იმის გაჟღერება რაც ოპონენტი პარტიების სურვილია. 
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე, არც ჩემი ძმა და არც სხვა ნათესავები ჩართული არ არიან თხილის ბიზნესში და არც 12 მარტს გადაცემა ბიზნეს კურიერში ნახსენებ ზუგდიდის ბაზრის ე.წ. ბიზნეს ინტერესებში. აქვე აღვნიშნავ, რომ სიუჟეტში ნეპოტიზმთან დაკავშირებით გაკეთებული აქცენტები, შეიცავდა მხოლოდ ბრალდებებს და იყო სიცრუე.
ჟურნალისტს, როგორც ნეპოტიზმის, ასევე საკოლმეურნეო ბაზრის და თხილის საკითხის განხილვის დროს არ მოუყვანია მეორე მხარის პოზიცია. ჟურნალისტი ტელეფონით დამიკავშირდა, შეხვედრაზე ყოფნის გამო პრესსამსახურთან გადავამისამართე, თუმცა ამის შემდეგ თემის გარკვევა ჟურნალისტს არც პრესსამსახურთან და არც ჩემთან უცდია. სიუჟეტში მოხდა მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესის გატარება და რეალურად არ მომხდარა სიმართლის გამოკვლევა. ჟურნალისტმა არ სცა პატივი სიმართლეს, არ გამოიკვლია ის, არ გადაამოწმა ფაქტები და ენდო მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას და დაიცვა მისი ინტერესები.
გადაცემა „ბინზეს კურიერში“ გასული ცალმხრივი და მიკერძოებული სიუჟეტის გამო, მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რადგან მიგვაჩნია, რომ დაირღვა ქარტიის პირველი მუხლი – ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. 
რაც შეეხება თხილი ბიზნესს და მონოპოლიას – საბედნიეროდ საქართველოში დასრულდა დრო, როდესაც ცალკეული პოლიტიკური ფიგურები და მაღალი თანამდებობის პირები ახდენდნენ ბიზნესის მონოპოლიას. ყველას კარგად გვახსოვს, რომ 2012 წლამდე თხილის ფასს რეგიონში ყოფილი პრეზიდენტის ძმის ქარხანა არეგულირებდა (თხილის ფასი ამ პერიოდში 3-4 ლარს არ ცდებოდა). ჩვენი ხელისუფლებაში მოვლის პირველივე წელს კი ერთი კილოგრამი თხილის ფასმა ისტორიულ ნიშნულს 14 ლარს მიაღწია, საბედნიეროდ დღეს თხილის ფასს  განსაზღვრავენ არა ცალკეული თანამდებობის პირები და მათი ახლობლები, არამედ განსაზღვრავს ბაზარი და მისი მოთხოვნები" – აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის განცხადებაში.
 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...