მთავარისიახლეებისაზოგადოება14 მარტიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

14 მარტიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

Published on

14 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება და ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს.

13 მარტს, დასავლეთ საქართველოში, ტემპერატურა 15-20 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთში- 11-16 და გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე წვიმა. თბილისში- დღისით16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის საათებში კი, მცირე წვიმა. 

14 მარტს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 12-17 გრადუსის ფარგლებში იქნება, საღამოს კი მოსალოდნელია წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოში- 11-16 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია მცირე ნალექი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. თბილისში- 14 გრადუსი იქნება.

15 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მკვეთრად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში იქნება 6-11 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთში 8-13 გრადუსის ფარგლებში. 

15 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, ზოგიერთ რაიონში უფრო ძლიერი- 20-25 მ/წმ, დროგამოშვებითშესაძლებელია 28 მ/წმ-ში. 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....