მთავარისიახლეებისაზოგადოებაეს სიბინძურე უნდა დამთავრდეს და დასრულდება კიდეც არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხების...

ეს სიბინძურე უნდა დამთავრდეს და დასრულდება კიდეც არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობა

Published on

ქართული ოცნების არჩევნებში დამარცხების შემდეგერთიანი ნაციონალური მოძრაობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს:,,საქართველოში უნდა დასრულდეს ბინძური მეთოდებით წარმოებული პოლიტიკური ბრძოლა. ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მმართველობის პირობებში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების ფაბრიკაცია-გავრცელება ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად იქცა. ამას ხელს უწყობს ის, რომ მიუხედავად უკვე დაფიქსირებული ათეულობით შემთხვევისა ხელისუფლების მიერ არ ჩატარებული გამოძიება და არ დასჯილან დამნაშავეები. – ნათქვამია განცხადებაში. დამნაშავე დაუსჯელი დარჩა იმ შემთხვევაშიც კი, სადაც მისი ავტორი აშკარად ინდენტიფიცირებული იყო. ყველაზე ნათელი მაგალითია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ხვედელიძის მიერ ჩადენილი დანაშაული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა შემთხვევაში ჩანაწერების ტირაჟირებას ხელს უწყობდნენ მთავრობასთან ღიად აფილირებული მედია საშუალებები.''

 ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ეს სიბინძურე უნდა დამთავრდეს და დასასრულდება კიდეც 2016 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილისა და , ძალოვანი სტრუქტურების რეალური რეფორმით, მათ შორის სუს-ის გაუქმებით და დაუსჯელობის აღმოფხვრით.


 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....