მთავარისიახლეებისპორტივლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

Published on

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია. 61 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბელარუსი გიორგი კალიევი დამაჯერებლად – 6:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 
ხინჩეგაშვილმა ჩემპიონატის ნახევარფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ამ წონაში, აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი დაამარცხა – 4-2, მანამდე კი სომხეთის ნაკრების წევრს ვალოდია ფრანგულიანს (5-0) და მაკედონიელ იასინ რეჯალარს (10-0) სძლია. 
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი და საქართველოს საუკეთესო სპორტსმენია, ევროპის ჩემპიონის ტიტული კი მან მეორედ მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ამ ეტაპისათვის 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. 
ბრინჯაოს პრიზიორები იაკობ მაქარაშვილი (74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე ( 97 კგ) და დავით მარსაგიშვილი (86 კგ) გახდნენ. 11 მარტს მედლებისათვის 70 და 125 კგ წონითიკ ატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, საქართველოს სახელით კი დავით ტლაშაძე (70 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) იჭიდავებენ.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...