მთავარისიახლეებიპოლიტიკამალე "მაესტროს" სახელწოდებით ახალი არხი დაიწყებს მაუწყებლობას

მალე “მაესტროს” სახელწოდებით ახალი არხი დაიწყებს მაუწყებლობას

Published on

„მაესტროს“ სახელით მალე ახალი ტელეკომპანია დაიწყებს მაუწყებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება მაკა ასათიანთან არხის შენობასთან და ყველა იმ ტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებით, რომელიც სრულფასოვანი მაუწყებლობისთვისაა საჭირო.

"ბოლო დროს მიდის ესეთი ნარატივი, თითქოს ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორად. ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა შპს-ს დირექტორად და არა ტელეკომპანიის დერექტორად. 

სწორედ ბოლო დროინდელი მოვლენები გახდა კიდევ ერთხელ საფუძველი იმისა, რომ უახლოეს დღეებში მე დავიწყო "მაესტროს" სახელით მაუწყებლობა. მე მქონდა კონსულტაციები ქალბატონ მაკა ასათიანთან. ჩვენ პრინციპში შევთანხმდით შენობასთან და ყველა იმ აღჭურვილობასთან დაკავშირებით, რაც საჭიროა მაუწყებლობისთვის.

ასევე მქონდა მოლაპარაკებები იმ სახელის თანაავტორებთან და ჩემს მეგობრებთან ეკა აკობიასთან და მამუკა ღლონტთან და რამდენიმე დღეში მე, როგორც შპს "ტელეკომპანია მაესტროს" დირექტორი დავიწყებ ამ სახელით მაუწყებლობას.

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ტელეკომპანია "მაესტროში" მუშაობდა. მე აუცილებლად შევხვდები ყველა მათგანს და შევთავაზებ მათი პროფესიის და გამოცდილების მიხედვით ჩემთან თანამშრომლობას. ასევე მინდა მივმართო მამუკა ღლონტს და ვთხოვო მონაწილეობა მიიღოს კონსულტაციის მხრივ "მაესტროს" მართვაში"- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბაჩო კიკაბიძემ.

კიკაბიძის ბრიფინგის პასუხად არხის ამჟამინდელმა საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ "სასამართლოში გვაქვს საჩივარი შეტანილი და არა აქვს არანაირი უფლება ბაჩო კიკაბიძეს გაიტანოს სახელი და იფუნქციონიროს სხვაგან, თუ ყველა დამფუძნებელი არ იქნება ამის მომხრე".

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...