მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელად კახაბერ ფარცვანია დაინიშნა

ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელად კახაბერ ფარცვანია დაინიშნა

Published on

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კახაბერ ფარცვანია დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ახლადდანიშნულმა უფროსმა საინფორმაციო-სააგენტოებს დაუდასტურა. მისი თმით, მთავარი პრიორიტეტი სკოლებში არსებული ინფრაქტრუქტურის მოწესრიგება იქნება და ამისთვის ყველა შესაბამის უწყებებთან ითანამშრომლებს. 

რესურსცენტრის ხელმძღვანელად დანიშვნამდე კახაბერ ფარცვანია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო. ის საკრებულოში პარტია "ქართული ოცნების" სიით მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გონერი პაპავა გასული წლის 15 ოქტომბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის უშუალო ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც უწყებაში განმარტავდნენ, ამის მიზეზი რესუნსცენტრში აღმოჩენილი სხვადასხვა სახის დარღვევები იყო.

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...