მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს ხელისუფლებას ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებები ამ დრომდე არ გაუკეთებია

საქართველოს ხელისუფლებას ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებები ამ დრომდე არ გაუკეთებია

Published on

საქართველოს ხელისუფლებას სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებები ამ დრომდე არ გაუკეთებია.  უკმაყოფილება ამის გამო განუწყვეტლივ გაისმის თბილისში მიმდინარე აქციებსა და სოციალურ ქსელებში, სადაც მკაფიოდ ფიქსირდება მხარდაჭერა  რუსეთის მმართველი ელიტის პირადი პატიმრის მიმართ. 

სანამ საქართველოს ხელისუფლება დუმს, მსოფლიოს ლიდერები და ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები შეშფოთებით ეხმაურებიან ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლო პროცესს. უცხოური მედია ავრცელებს მის  მიერ  სასამართლოში წარმოთქმულ სიტყვას: 

,,არ ვაპირებ განაჩენის გასაჩივრებას და სანამ ჩემზე ივაჭრებენ, მე სიცოცხლესთან ჭიდილში ვიქნები და რუსეთს საბოლოოდ მაინც მოუწევს ჩემი დაბრუნება უკრაინაში – ცოცხალს ან მკვდარს, მაგრამ დამაბრუნებენ! – განაცხადა ნადეჟდა სავჩენკომ.

დემოკრატიული ღირებულებების მატარებელმა მსოფლიომ კი დროზე უნდა გაითავისოს ისტორიის გაკვეთილი – თავის დროზე ევროპა ტოლერანტული იყო ჰიტლერის მიმართ, ამერიკა კი ვერ აღმოჩნდა საკმარისად კატეგორიული და ამან მეორე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანა. პუტინი – ესაა ტირანი იმპერიალისტის თვისებებით, ერთად აღებული ნაპოლეონისა და ჰიტლერის კომპლექსებით! დათვს ადამიანის ენა არ ესმის, მას ესმის მხოლოდ ძალა. თუ ჩვენ უფრო კატეგორიულები არ გავხდებით და დროულად არ განვსაზღვრავთ სწორ პრიორიტეტებს, მალე მესამე მსოფლიო ომამდე მივალთ!

და მე, აწ უკვე პოლიტიკოსი, არ ჩამოვართმევ ხელს რუსეთს პოლიტიკურ არენაზე. ხელს ვერ გავუწვდი ჩამოსართმევად მათ, ვისაც ხელბორკილებით ვყავდი დამწყვდეული, ჩემი ერი კი – ხუნდებში. თუმცა ნებისმიერი ჩემი გადაწყვეტილების მიღებისას, მუდამ ვიფიქრებ, როგორ აისახება ეს უბრალო ხალხზე – უკრაინელებზეც და რუსებზეც. იმიტომ რომ, ყველაფრის მიუხედავად, რუსეთში ბევრი პატიოსანი და კეთილი ადამიანი ცხოვრობს.

 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...