მთავარისიახლეებისაზოგადოება"მაესტრო" -ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს - რა ხდება ტელეკომპანიაში

“მაესტრო” -ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს – რა ხდება ტელეკომპანიაში

Published on

„სტუდია მაესტროს“ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დაარეგისტრირა. როგორც უწყება განმარტავს, გაჩეჩილაძე სტუდია „მაესტროს“ დირექტორად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 -ლი მარტის განჩინების საფუძველზე დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის განმარტებით, აღნიშნული განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

როგორც ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატი განმარტავს, ახალი გენერალური დირექტორი დღეს ტელეკომპანია მაესტროში მისვლას და თანამშრომლებთან შეხვედრას აპირებს.

რაც შეეხება ტელეკომპანიის უკვე ყოფილ დირექტორს, ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძეს მოუწოდებს დაასახელოს ადგილი, სადაც ის თანამშრომლებთან შეხვედრას აპირებს და ამასთან, თანამშრომლებს სთხოვს თვითონ გადაწყვიტონ სურთ თუ არა ლევან გაჩეჩილაძესთან მუშაობა. გადაბაძის განმარტებით, შენობა, საიდანაც ამჟამად მაესტრო მაუწყებლობს, ტელეკომპანიის საკუთრება არ არის და შესაბამისად გაჩეჩილაძე არხის მართვას ამ შენობიდან ვერ შეძლებს.

ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებლის ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, მიმდინარეობს ლევან გაჩეჩილაძისა და ტელეკომპანია მაესტროს „ძალით დაქორწინების პროცესი“, რომელშიც აქტიურად ერევა ხელისუფლება. კიკაბიძის თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა არც ერთ მხარეს არ უნდა ერთმანეთის ცოლად მოყვანა.

ამჟამად, ტელეკომპანია მაესტროს შენობასთან კერძო დაცვის სამსახურის „მაგისტრი“ თანამშრომლები დგანან. როგორც მაესტროს უკვე ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, დაცვის გაძლიერება შესაძლო ექსცესების თავიდან აცილების მიზნით იქნა დაყენებული.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....