მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე გერასიმე ზუგდიდში შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმის ინიციატივით გამოდის

მეუფე გერასიმე ზუგდიდში შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმის ინიციატივით გამოდის

Published on

2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმე ყოველკვირეული წირვის შემდეგ ქადაგებისას ინიციატივით გამოვიდა, ზუგდიდში შოთა რუსთაველის სახელობის ბიუსტი დაიდგას. მეუფის განცხადებით, "ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება ვინ ვართ და თუ საიდან მოვდივართ ქართველები".

"წელს არის შოთა რუსთაველის 850 წლისთავი. სამწუხაროდ, ამაზე საუბარი საერთოდ არ არის. ტაძარში ხშირად ვიკრიბებით როგორც უფროსი, ასევე ახალგაზრდები და მცირე ასაკის ბავშვები. უფროსი ასაკის ადამიანებს ემსახსოვრებათ ალბათ, თუ როგორ გადაიხადა ჩვენმა ქვეყანამ შოთა რუსთაველის 800 წლისთავი. მე მაშინ პატარა ვიყავი და დღესაც მახსოვს როგორი მასშტაბით ჩატარდა, როგორი უზარმაზარი დღესასწაული იყო, ყველა ქალაქში თუ სოფელში ტარდებოდა ღონისძიებები. წელს არის შოთა რუსთაველის 850 წლისთავი და მინდა ერთი ინიციატივა გავაჟღერო ეპარქიისა და სასულიერო პირებთან ერთად – ზუგდიდში დაიდგას შოთა რუსთაველის სახელობის ბიუსტი. მე თქვენი დიდი მხარდაჭერის იმედი მაქვს, ამით პატივი მივაგოთ ამ უდიდეს პიროვნებას. ამით გამოვხატოთ უწყვეტი კავშირი წარსულ, დღევანდელ ცხოვრებასა და მომავალს შორის და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ქართველები ვინ ვართ და საიდან მოვდივართ" – განაცხადა ქადაგებისას მეუფე გერასიმემ. 

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის ინიციატივას განცხადებით ეხმაურება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე. მერაბ ქვარაიას განცხადებით, უნდა გაკეთდეს ყველაფერი შოთა რუსთაველის სახელის უკვდავსაყოფად.

"ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთვება მეუფე გერასიმეს ამ კეთილშობილური და სასარგებლო ინიციატივის განხორციელებაში. შოთა რუსთაველი ხომ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ზოგადსაკაცობრიო გენიაა. მისი "ვეფხისტყაოსანი" კი მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 2016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. ჩვენს ქალაქში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა რუსთაველის სახელს ატარებს. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მისი სახელის უკვდავსაყოფად, რათა კიდევ მრავალი თაობა აღიზარდოს რუსთაველის მსოფლმხედველობით და იდეალებით. ყოველმხრივ ვითანამშრომლებთ იდეის ავტორებთან, რათა ჩვენმა ქალაქმა ღირსეულად აღნიშნოს შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისთავი" – აღნიშნულია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებაში.

სიახლეები

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...

„ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური...