მთავარისიახლეებისპორტიმადრიდის "რეალი" 114 წლისაა

მადრიდის “რეალი” 114 წლისაა

Published on

მადრიდის რეალი იუბილარია. სამეფო კლუბს დღეს, დაარსებიდან 114 წელი შეუსრულდა. 

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ფეხბურთი ლიბრე დე ენსენანცას სტუდენტებმა და პროფესორებმა შეიტანეს. მათ შორის რამდენიმე ოქსფორდის უნივერსიტეტდამთავრებული იყო. 1895 წელს მათ დაარსეს კლუბი "საფეხბურთო ცა" (Football Sky), რომელიც კვირაობით თამაშობდა მონკლოაში. 1900 წელს იგი ორ კლუბად გაიყო: ახალი ფუტბოლ დე მადრიდი და ესპანიოლ დე მადრიდი. ამ უკანასკნელის პრეზიდენტი გახდა ხულიან პალასიო. 1902 წელს ეს კლუბიც ორად გაიყო და იმავე წლის 6 მარტს ჩამოყალიბდა მადრიდის საფეხბურთო კლუბი. მისი პირველი პრეზიდენტი იყო ხუან პადროს რუბიო. კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი კი ფლორენტინო პერესია.

კლუბის თავდაპირველი სახელწოდება ასე ჟღერდა: "მადრიდ დე ფუტბოლი". გუნდი ესპანეთის ერთ-ერთმა გავლენიანმა საგვარეულომ – პადროსებმა დაარსეს. 

1904 წელს, დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, მადრიდის რეალმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში – ესპანურმა კლუბმა უშუალო მონაწილეობა მიიღო უდიდესი საფეხბურთო ორგანიზაციის, Fifa -ს დაარსებაში.

ესპანეთის სამეფო თასზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებების გამო, ალფონს XIII -მ "მადრის დე ფუტბოლს", უდიდესი დამსახურების ნიშნად, საკუთარი ინიციატივით, სახელში დაურთო სიტყვა "რეალ". მადრიდის რეალის დღევანდელი სახელწოდება სწორედ აქედან მოდის. იმ დღიდან მოყოლებული კლუბმა სამეფოს სტატუსი შეიძინა.

მადრიდის რეალის პირველი მწვრთნელი ინგლისელი არტურ ჯონსონი იყო.

სამეფო კლუბი ერთადერთია, რომელიც ლა ლიგიდან ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან არასოდეს გავარდნილა. 

დღესდღეობით მადრიდის რეალი ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და ძვირადღირებული გუნდია. სამეფო კლუბი შემდეგ ტიტულებს ფლობს: ჩემპიონთა ლიგის 10 თასი; უეფას 2 სუპერთასი; უეფას 2 თასი; ლა ლიგის 32 ტიტული; კოპა დელ რეის 19 თასი; მსოფლიო საკლუბო 4 თასი და ესპანეთის 9 სუპერთასი.

სამეფო კლუბმა არსებობის მანძილზე 27 მთავარი მწვრთნელი ჰყავდა, მათ შორის ალფრედო დისტეფანო, ვისენტე დელ ბოსკე, ფაბიო კაპელო, იუჰ ჰაინკესი, ბერნდ შუსტერი, ჟოზე მოურინიო, კარლო ანჩელოტი და რაფაელ ბენიტესი. 

ამჟამად კი სამეფო კლუბს ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი წვრთნის.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....