მთავარისიახლეებისაზოგადოებავეტერანები ვეტერანების წინააღმდეგ - კონტრაქცია ზუგდიდში

ვეტერანები ვეტერანების წინააღმდეგ – კონტრაქცია ზუგდიდში

Published on

გუშინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ვეტერანთა ნაწილის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას დღეს, კონტრაქცია მოჰყვა. შეკრებილები კატეგორიულად არ ეთანხმებიან ვეტერანთა ნაწილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას იმის შესახებ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან მათ მეორადი ტანსაცმელი, ე.წ „ძონძები“ მიიღეს. ამასთან, შეკრებილები არც იმ ბრალდებებს ეთანხმებიათ, თითქოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ის პირები არიან დასაქმებულები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ამასთან,დეპარტამენტის უფროსი ირაკლი შიხიაშვილი სამეგრელოს დარბევის მონაწილე იყო. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლის, ლაურა ადამიას განცხადებით, გუშინდელი აქციის მონაწილეები გარკვეული ამბიციის მქონე ადამიანების მოწოდებებს აჰყვნენ, რომელთა შორის შესაძლოა გარკვეული ძალები იდგნენ.

შეკრებილების განცხადებით, გუშინდელი ფაქტი ვეტერანების გახლეჩას და დაპირისპირებას ემსახურება, რომელიც არ უნდა იქნეს დაშვებული. მათი თქმით, შესაძლოა გარკვეული პრეტენზიები არსებობდეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა მათ მიმართ გაკეთებული საქმეების არაღნიშვნა არ შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 მარტს, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ვეტერანების ნაწილი შეიკრიბა. მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართეს გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი. შეკრებილებმა ირაკლი შიხიაშვილი სამეგრელოს დარბევაში დაადანაშაულეს. ამასთან, გუშინდელ აქციაზე მათ მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის შექმნა მოითხოვეს, რომელიც 1991-92 წელს განვითარებულ მოვლენებს და ზვიად გამსახურდიას „საიდუმლოებით მოცულ სიკვდილს“ შეისწავლის.

სიახლეები

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...

“რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული” – ზელენსკი

"რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული" - ამის შესახებ უკრაინის...

ილია თოფურია თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...