მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში 6 მარტს წვიმაა მოსალოდნელი

საქართველოში 6 მარტს წვიმაა მოსალოდნელი

Published on

6 მარტს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნულიუ სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს ინფორმაციით, 4-5 მარტს დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 23 – 25 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი – 18 – 23 გრადუსი.

6 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ზოგან კი ძლიერად. ქარი გაძლიერდება შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში. ქარის სიჩქარე წამში 17 – 22 მ. იქნება. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 23 გრადუსიდან 15 გრადუსამდე დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსი ფარგლებში იქნება. თოვა მოსალოდნელია მაღალმთიან რაიონებში, კერძოდ კი გუდაურში. მესტიაში კი თოვლჭყაპი იქნება. იწვიმებს ბაკურიანში

რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს – სინოპტიკოსების ინფორმაციით, 7 მარტიდან საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

მზიანი ამინდები საქართველოში 11 მარტის ჩათვლით შენარჩუნდება.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....