დღეს დედის დღეა

Published on

დღეს დედის დღეა. საქართველოში ის ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა, ხოლო 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 8 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება. 

დედის დღის სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. ვინმე ენ იარვისს სურვილი გაუჩნდა, საგანგებო დღესასწაულით პატივი მიეგო 1905 წლის მაისში, თვის მეორე კვირაში გარდაცვლილი დედისთვის, რომელიც თავის დროზე დაჟინებით მოითხოვდა ამერიკელი დედების პატივსაცემად საგანგებო დღესასწაულის შემოღებას. ენ იარვისმა დედის მიერ დასახულ მიზანს მიაღწია, რამდენიმე წელიწადში შეძლო მრავალრიცხოვანი თანამოაზრეების შემოკრება და ისეთი მონდომება გამოიჩინა, რომ 1914 წელს აშშ -ში დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს.

სიახლეები

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...