მთავარისიახლეებისაზოგადოებაForbes -მა 2016 წლის მილიარდერთა რეიტინგი გამოაქვეყნა

Forbes -მა 2016 წლის მილიარდერთა რეიტინგი გამოაქვეყნა

Published on

2016 წლის მილიარდერთა განახლებული რეიტინგი გამოცემა Forbs -მა გუშინ, 1 მარტს გამოაქვეყნა. შემაჯამებელ რეიტინგში, წინა წელთან შედარებით 16 -ით ნაკლები, ანუ 1810 მილიარდერი მოხვდა. აღნიშნულ რეიტინგში შესული მილიარდერების ჯამური კაპიტალი 6,48 ტრილიონ დოლარს შეადგენს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს მონაცემი წინა წელთან შედარებით 570 მილიარდი დოლარით ნაკლებია. შემცირებულია ასევე მილიარდერთა კაპიტალის საშუალო მაჩვენებელი – 3,6 მილიარდი დოლარი, რომელიც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 300 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

გამოცემის მიხედვით, რეიტინგებში ასევე რამდენიმე საინტერესო ცვლილებაა, კერძოდ: 2016 წელს მსოფლიოს ახალი 198 მილიარდერი ჰყავს; მიმდინარე წელს 221 მილიარდერმა დაკარგა საკუთარი ადგილი სიაში; 29 მილიარდერი გარდაიცვალა და ბოლოს, 892 ,ილიარდერი წელს უფრო "ღარიბია", ვიდრე შარშან. 

საკუთარ პოზიციებს მესამე წელია არ თმობს ბილ გეითსი. მისი კაპიტალის 4,9 მილიარდი დოლარით შემცირების მიუხედავად მაიკროსოფტის დამფუძნებელი ზედიზედ მესამე წელია მილიარდერების სიის ლიდერობას არ თმობს. საერთოდ, ბილ გეითსი უკანასკნელი 22 წლის მანძილზე 17 ჯერ არის პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სათავეში. მეორე პოზიციაზე იმყოფება ამანსიო ორტეგა, ხოლო უორენ ბაფეტი კვლავ მესამე პოზიციაზეა. 

მილიარდერთა სიაში მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდა 31 წლის მარკ ცუკენბერგს. სოციალურ ქსელ Facebook -ის დამფუძნებელი 11,2 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და მილიარდერთა სიის  მე -16 პოზიციიდან მე -6 პოზიციაზე გადმოინაცვლა.

მსოფლიო რეიტინგში მოხვდა ქართველი ბიზნესმენი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიც. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 4,8 მილიარდი დოლარით სიის 298 -ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ შარშან ის 5,2 მილიარდი დოლარით 291 -ე პოზიციაზე იმყოფებოდა.

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ბილ გეითსი – $75 მილიარდი

2. ამანსიო ორტეგა – $67 მილიარდი

3. უორენ ბაფეტი – $60,8 მილიარდი

4. კარლოს სლიმ ჰელუ – $50 მილიარდი

5. ჯეფ ბეზოსი – $44,6 მილიარდი

6. მარკ ცუკენბერგი – $44,6 მილიარდი

7. ლარი ელისონი – $43,6 მილიარდი

8. მაიკლ ბლუმბერგი – $40 მილიარდი

9. ჩარლს კოზი – $39,6 მილიარდი

10. დევიდ კოხი – $39,6 მილიარდი

Forbes -ი უკვე 30 წელია აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა ყოველწლიურ შემაჯამებელ რეიტინგს.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...