მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი შენგელია აქტიურად აპირებს ახალგაზრდებთან თანამშრომლობას

გიორგი შენგელია აქტიურად აპირებს ახალგაზრდებთან თანამშრომლობას

Published on

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გრძელდება ახალგაზრდებთან,  ზუგდიდის მერობის კანდიდატების  შეხვედრები. დღეს,  ახალგაზრდებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია შეხვდა.  მერობის კანდიდატმა იმ თემებზე და საკითხებზე ისაუბრა, რის განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. მან მთავარი  აქცენტი დასაქმებაზე გააკეთა  საარჩევნო პროგრამის წარდგენის შემდეგ დისკუსია გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “yar” -ის წარმომადგენელმა, გიორგი ჯგუშიამ, რომელიც დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის თენგიზ  ჯგუშიას შვილია,  მერობის კანდიდატს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა და ასევე შესთავაზა მიიღებდა თუ არა იგი თენგიზ ჯგუშიასთან ერთად დებატებში მონაწილეობას.  ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნების“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა, დათა აქუბარდიამ შეკითხვები დასვა, ქალაქში უპატრონო ძაღლების თავშესაფრის არარსებობაზე და იმ ახალგაზრდების დასაქმებაზე, რომლებიც არცერთი პარტიის წევრები არ არიან.   მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ შეხვედრა შეაფასა და განმარტა, რომ ის აქტიურად აპირებს ახალგაზრდებთან თანამშრომლობას და მათთვის იმ პრობლემების მოგვარებას, რომლის შესახებაც შეხვედრაზე ისაუბრეს. ამ ფორმატში მომდევნო შეხვედრა, მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ თენგიზ ჯგუშიასთან გაიმართება. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...