მთავარისიახლეებიპოლიტიკადეპუტატმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

დეპუტატმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

Published on

დეპუტატმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება მან მედიასთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
 
კობერიძის თქმით, ის ამ ეტაპზე არ აპირებს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანებას და დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით გააგრძელებს საქმიანობას.
 
კობერიძის განცხადებით, უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ის ცვლილებებია, რომელიც მმართველმა გუნდმა მოამზადა და რომელიც პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო.
 
ამასან  დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას  კომენტარი გააკეთა. .
 
„ლევანი ბოლო პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ფორმალურად ირიცხებოდა „ქართული ოცნების" რიგებში. აბსოლუტურად განსხვავებულ პოზიციაზე იდგა თვეების განმავლობაში. ეს არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი და გათვლილია პოლიტიკურ პიარზე. შეგახსენებთ, ბესელიამ და რამოდენიმე ადამიანმა ადრე დატოვეს ურავლესობა ამავე მიზნით. კობერიძესაც შეეძლო უფრო ადრე წასულიყო გუნდიდან. ლევანს ჰქონდა შანსი, რომ ფეხი აეწყო გუნდისთვის, თუმცა ეს არ გამოიყენა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სიახლეები

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა. „დარტყმა მოხდა მოლდოვას საზღვარზე მდებარე საერთაშორისო...

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...