მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ქუჩური გარჩევები დააბრუნა

ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ქუჩური გარჩევები დააბრუნა

Published on

დეპუტატ ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმას ნაციონალურ მოძრაობაში  აფასებენ როგორც  შემაშფოთებელ ფაქტს, რომელიც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შექმნა გარემო, სადაც წახალისებულია ანგარიშსწორება ოპოზიციის წევრებთან.

ოპოზიცია  კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებაში  ხელისუფლებას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამ  ფაქტის გამოძიება მოსალოდნელია ისევე გაწელილი და უშედეგო აღმოჩნდეს, როგორც პოლიტიკურ ოპონენტებზე  თავდასხმების წინამორბედი ათეულობით ფაქტისა ,, ეს არის შედეგი ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული პოლიტიკისა,  როდესაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ნებადართულია და საქართველოში ზოგადად ნებადართულია ასეთი სახის გარჩევები,“-აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში. 

 ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც . დეპუტატები აცხადებენ, რომ თავდასხმის მოტივი მათთვის უცნობია. თუმცა აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ეს საქმე დროულად იქნეს პროკურატურის მიერ გამოძიებული და საზოგადოებას დროულად უნდა წარედგინოს ანგარიში.

 

 

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...