მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტის ეზოში დეპუტატები ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად...

პარლამენტის ეზოში დეპუტატები ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

Published on

 
პარლამენტში დეპუტატები ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა პარლამენტის ეზოში მოხდა.სიტუაცია ადგილზე დაცვის სამსახურმა განმუხტა. ამ წუთებში დეპუტატები სხდომაში დარბაზში იმყოფებიან.
 
,,ბევრი რამ შერჩა ზაზა პაპუაშვილს და არ ვაპირებ ამ დეპუტატად წოდებული პაპუაშვილის ლანძღვა-გინების მოთმენას, რომელსაც ადგილი აქვს დღენიადაგ'', – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განუცხადა.
მელიას პაპუაშვილთან დაპირისპირების დეტალებზე არ უსაუბრია.
„ეს მართლაც ივანიშვილის კალთას ამოფარებული პაპუაშვილი. ერთი სიკეთე მაინც რა გაუკეთებია? ორი მოწვევის პარლამენტის წევრია. მთაწმინდის მაჟორიტარი იყო – ერთი მთაწმინდელი მანახეთ, ვინც იტყვის, რომ მისი სადეპუტატო უფლებამოსილება შეასრულა. ახლა დიდუბეში გახდა. მაგის საკრიტიკებელი ვინ არის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
 
 
ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტებთან ინფორმაციას თავად ზაზა პაპუაშვილი ადასტურებს და აცხადებს, რომ შემთხვევა პარლამენტის ეზოში მოხდა.რაც მისაღები იყო მიიღო და კიდევ მიიღებს ამ უზრდელობის და უტაქტობის გამო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების საკითხზე საუბრისას განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, დეპუტატებს შორის დაპირისპირება იმის გამო მოხდა, რომ ნიკა მელიას საარჩევნოდ „თემების აწევა უნდა“.
„მაგის საკრიტიკებელი ვინ არის. რაც არის და ვინც არის ნიკა მელია, მიკროფონთან საუბარი რად გინდათ, ქცევით არ იცით? გამოიწვია ის, რომ ეს მომხდარიყო – მიკროფონები და კამერა.
რაც მისაღები იყო მიიღო და კიდევ მიიღებს ამ უზრდელობის და უტაქტობის გამო. არჩევნები ახლოვდება და თემების აწევა უნდა'', – განაცხადა პაპუაშვილმა.

სიახლეები

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....