მთავარისიახლეებიპოლიტიკაბაჩანა შენგელიას კითხვებმა „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები გააღიზიანა

ბაჩანა შენგელიას კითხვებმა „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები გააღიზიანა [Video]

Published on

ინციდენტი სოფელ დარჩელში – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შეხვედრაზე მცირე ინციდენტი მოხდა. ადგილობრივებთან გიორგი შენგელიას შეხვედრაზე მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია მივიდა, რომელმაც მერობის კანდიდატს შეკითხვა დაუსვა, თუ რა პასუხისმგებლობას იღებს გიორგი შენგელია, როგორც მერობის კანდიდატი  ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე.რაზეც გიორგი შენგელიამ უპასუხა რომ ის ამ საქმეში კომპეტენტური არ ვარ, თუმცა ამ საქმეს გამოიძიებს საქართველოს პროკურატურა. ბაცნა შენგელიამ  ასევე მიმართა „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენელს ლაშა გვასალიას კითხვით, იყო თუ არა იმ ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც მან თქვა, რომ უნდა გაიწიროს ერთი სკოლის  დირექტორი, რომ სხვებმა ისწავლონ ჭკუა. სწორედ ამ შეკითხვას მოყვა დაპირისპირება, რადგან ბაჩანა შენგელია მისი გარდაცვლილი დედით პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულეს.ბაჩანა შენგელიას გუბერნატორის ყოფილი მოადგილე დავით კოდუაც დაუპირისპირდა.ბაჩანა შენეგელიას თქმით , ქართული ოცნების აქტივისტებმა დღეს მიზანმიმართული პროვოკაცია მოაწყვეს, რომლის მიზანიც მისი და მისი ოჯახი დისკრედიტაციაა.ქართული ოცნების აქტივისტები ამბობენ, რომ ია კერზაიას გარდაცვალებას ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რაშიც მათ გარდაცვლილი დირექტორის შვილი – ბაჩანა შენეგელია, ეხმარება. „ქართულიოცნების“ შტაბის წევრებმა ბაჩანა შენგელიას ზურგი აქციეს და შეხვედრის ჩაშლაში დაადანაშაულეს.

 

 

 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...