მთავარისიახლეებისაზოგადოებაალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება, მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი

ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება, მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი

Published on

 "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. მას 3 ტყვია აქვს მოხვედრილი  –  ორი ქვემო კიდურებში, ერთი-  წელ-ზურგის არეში.,

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილს  თავის არეში აღენიშნება  ნაფლეთი ჭრილობაც, რომელიცსავარაუდოდ, ბლაგვი საგნით განხორციელებული .  ექიმები დაჭრილი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობს აფასებენ როგორც სტაბილურს  და აცხადებენ, რომ  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს დღეს დაჭრეს. 

 ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე დანაშაულის მოტივის დადგენის მიზნით პოლიციაში სამი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.  გამოკითხვაზეა დაბარებული პეტრიაშვილის მეუღლე, ეკა მიშველაძეც. 

შსს-გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოზე, .ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა  შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

 

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...