მთავარისიახლეებიმსოფლიომართლმადიდებელი სამყარო დღეს წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდება

Published on

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდება.
 
იერუსალიმში უკვე დაწყებულია სამზადისი წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის. მორწმუნეები მაცხოვრის აღდგომის ტაძარში დილიდან იკრიბებიან და იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს ელოდებიან, რომელიც ცერემონიას გაუძღვება.
 
ტრადიციულად, კუვუკლიაში შესვლამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები გაჩხრეკენ.
 
წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ მას პირველად ბეთლემში ჩაიტანენ, შემდეგ კი ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაში გაავრცელებენ.
 
წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიასთან დაკავშირებით იერუსალიმის ძველ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ქუჩებში დამატებით ასობით პოლიციელი და საზღვრის დაცვის თანამშრომელია მობილიზებული.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...