მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ივანიშვილს ძალიან კარგად შეუძლია მოლაპარაკება ალიევთან, როცა ეს...

,, ივანიშვილს ძალიან კარგად შეუძლია მოლაპარაკება ალიევთან, როცა ეს სჭირდება მის მილიარდიან ბიზნესს, მაგრამ როცა არ სჭირდება ივანიშვილს, მაშინ საქართველო ეშმაკსაც წაუღია“ – შალვა ნათელაშვილი

Published on

 
დავით გარეჯში "ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ჩავიდა. შალვა ნათელაშვილი საქართველოს ხელისუფლებას, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტრისკენ გზის ჩაკეტვის ფაქტზე, დროულ რეაგირებისკენ მოუწოდებს. 
 
"ლეიბორისტების" ლიდერი ამბობს, რომ მომხდარის გამო საქართველოს მთავრობამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა უნდა მოითხოვოს.
 
„თუ ეს ხელისუფლება დღესვე არ მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას, აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული აგრესიის და ოკუპაციის ფაქტზე, რომელიც არაფრით არ განსხვავდება რუსული აგრესიისგან, რუსი ჯარისკაცებიც ასე ღობავენ ატოცს, ნიქოზს, ოძისს, ენგურს, ესენიც ასე ღობავენ, ანუ პრაქტიკულად, ტოტალური აგრესიის მსხვერპლი ვართ. ეს უნდა განიხილოს გაეროს უშიშროების საბჭომ და დაადოს სანქციები პრეზიდენტ ალიევის ხელისუფლებას. როცა სჭირდებათ, ივანიშვილს და ალიევს, ძალიან კარგად შეუძლია მოლაპარაკება მათ შორის, იმ საკითხებზე, რაც შეეხება მათ მილიარდიან ბიზნესს. მაგრამ როცა არ სჭირდება ივანიშვილს, მაშინ საქართველო ეშმაკსაც წაუღია,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
 
4-დღიანი შეზღუდვების შემდეგ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხნა, მაგრამ მხოლოდ   15 მაისამდე.  სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, 15 მაისიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ.
 .

 
 

სიახლეები

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...