მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორც გაყინული ქათამი ვეღარ აფრინდება, ისე ვერ დალაგდება ხელისუფლების ურთიერთობა საკუთარ ხალხთან...

როგორც გაყინული ქათამი ვეღარ აფრინდება, ისე ვერ დალაგდება ხელისუფლების ურთიერთობა საკუთარ ხალხთან და ქვეყნის (და არა მის ) სტრატეგიულ პარტნიორებთან

Published on

,ქართული ოცნების'' დეპუტატი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესში დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს. 
 
მდინარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან ავლებს პარალელს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აშშ-ს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. 
 
"საქართველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალია და როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გავიხსენებ, აღმოჩნდნენ უხერხულ მდგომარეობაში, ეს უხერხულობა გამოიწვია ჩვენი კოლეგების და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის არასწორმა ინფორმაციამ და ამ შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც კი ჩასწორება მოხდა. 
 
ეს უხერხულობა, მე მგონია, რომ უნდა აიცილონ ჩვენმა კოლეგებმა საქართველოში. რამდენად უნდა მტრობდე შენს ქვეყანას, რომ არასწორი ინფორმაციები შენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდო უცხოელ და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს. ეს არის ცუდი და მეორე, მე ნამდვილად არ ველოდები და არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა რაიმე სანქციების დაწესებაზე დაიწყონ საუბარი,"- ამბობს მდინარაძე რუსთავი 2-თან საუბარში.
 
 
ამრიგად, აშშ – დან  საგანგაშო სიგნალები მოდის, მაგრამ  ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს, თუმცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ შექმნილი აზრი ოლიგარქის მმართველობაზე კარგს არაფერს უქადის მას. ღითიდღე აშკარა ხდება, რომ როგორც გაყინული ქათამი ვეღარ აფრინდება, ისე ვერ დალაგდება ხელისუფლების ურთიერთობა საკუთარ ხალხთან და ქვეყნის (და არა მის ) სტრატეგიულ პარტნიორებთან 
 
 

 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...