მთავარისიახლეებიპოლიტიკამმართველი პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციას კვლავ ედიშერ თოლორაია უხელმძღვანელებს

მმართველი პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციას კვლავ ედიშერ თოლორაია უხელმძღვანელებს

Published on

ზუგდიდში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. კონფერენციაზე, რომელიც კულტურტის ცენტრ ოდიშის დარბაზში ჩატარდა, დელეგატებმა ერთხმად ედიშერ თოლორაია აირჩიეს, რომელიც ამავდროულად ზუგდიდის მუნიციპალიტეტსი გამგებელიცაა. დღევანდელ კონფერენციას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრნენ. ვიცე-პრემიერის განცხადებით, თვის ბოლომდე პარტია დაასრულებს რეგიონალურ კონფერენციებს, რომლის შემდეგ ჩატარდება პარტიული ყრილობა.

ქართული ოცნების დღევანდელ კონფერენციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კოალიციის მხარდამჭერები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, რომელთა შორის იყვნენ ზუგდიდის რამდენიმე სკოლის დირექტორები. ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ იყო სკოლის დირექტორების დასწრება პარტიულ კონფერენციაზე კანონის დარღვევა, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის კახა ფარცვანიას განმარტებით არა, რადგან კანონი არ კრძალავს მათ დასწრებას არასამუშაო საათებში და ისინი მოწვეულები იყვნენ როგორც სტუმრები.

ედიშერ თოლორაია პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარედ უკვე მესამედ აირჩიეს.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...