მთავარისიახლეებისაზოგადოებაქალი, რომელიც საქართველოში 10 ბავშვთან ერთად ჩამოვიდა ტრეფიკინგის ბრალდებით არის დაკავებული

ქალი, რომელიც საქართველოში 10 ბავშვთან ერთად ჩამოვიდა ტრეფიკინგის ბრალდებით არის დაკავებული

Published on

უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელიც საქართველოში 10 ბავშვთან ერთად ჩამოვიდა ტრეფიკინგის ბრალდებით არის დაკავებული – ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი ადასტურებს. ქალი თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. უფლებადამცველის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის ქუთაისში გვიან ღამით დააკავეს. ზურაბ თოდუა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქალი ბავშვებთან ერთად წასვლას თბილისში აპირებდა, საცხოვრებლად ბინა კი წყნეთში ჰქონდა ნაქირავები. უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ამტკიცებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან და ამბობს, რომ აქვს დოკუმენტი, სადაც დაფიქსირებულია არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანის თანხმობა.ბაშვები 20 აპრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით  შეიყვანეს, სწორედ მაშინ გაჩნდა ეჭვი, რომ ბავშვები ტრეფიკინგის მსხვერპლი იყვნენ, რადგან 10-დან 4 ბავშბი 2017 წელსაა დაბადებული.

სიახლეები

ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა – პაპუაშვილი აქციის მონაწილეებს

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ - ხალხს, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია ქუჩაში დგაგან, შალვა პაპუაშვილმა...

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...