მთავარისიახლეებიპოლიტიკაქალაქის მერმა საზოგადოებას 2015 წელს გაწეული საქმიანობების შესახებ ანგარიში წარუდგინა

ქალაქის მერმა საზოგადოებას 2015 წელს გაწეული საქმიანობების შესახებ ანგარიში წარუდგინა

Published on

ქალაქ ზუგდიდის მერი გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისშესახებ ანგარიშით ამჯერად ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარსდგა. ირაკლი გოგოხიამ დამსწრეებს, რომელთა უმრავლესობას რიგითი მოქალაქეები, უნივერსიტეტის სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენდნენ, გასულ წელს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა. ქალაქის პირველი პირი ერთი საათის განმავლობაში აცნობდა მათ ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას, რომლის დასასრულს შეხვედრის დამსწრეებს შეკითხვებისა და საკუთარი მოსაზრების გაცნობის საშუალება მიეცათ. სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისის ახალი ხელმძღვანელი დაინტერესდა თუ რატომ არ არის განთავსებული მერიის ოფიციალურ გვერდზე საჯარო ინფორმაცია უწყების ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომელთა შესახებ ბიოგრაფიული ცნობები. ამასთან, მოქალაქე ეგნატე შამუგია დაინტერესდა, რატომ არ არის გამოქვეყნებული ინფორმაცია თუ რამდენია საჯარო პირების საწვავისა და სატელეფონო საუბრების ხარჯები.   მოქალაქეები ასევე დაინტერესდნენ, რამდენად ხარისხიანად შესრულდა ქალაქის ტერიტორიაზე ტროტუარებზე ფილების დაგების პროცესი, ამასთან, მათი თქმით ქალაქის სხვადასხვა ადგილას გაკეთებული პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მოუხერხებელია. კითხვები ასევე შეეხო ყინული საციგურაო მოედანს, რომელიც 3 იანვარს დიდთოვლობისას ჩაიფუშა და რომლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა და თეატრს, რომელიც ნგრევის პირასაა და ამ ეტაპზე კულტურულ დაწესებულებაში მუშაობა შეჩერებულია.

ქალაქის პირველმა პირმა დარბაზში გამოთქმულ შენიშვნებს და დასმულ კითხვებს ადგილზე უპასუხა. ირაკლი გოგოხიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა მითითებული ხარვეზი გამოსწორდება.

ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია 2015 წელს შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიშით უკვე მეორედ წარსდგა. იგივე ანგარიშით ქალაქის პირველი პირი გასულ კვირას საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების წინაშე წარსდგა.

სიახლეები

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...

უაქციზო სიგარეტის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე ჯუანშარ ბურჭულაძის დაცვის წევრი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება-შენახვის ფაქტზე ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი და კიდევ...