მთავარისიახლეებიპოლიტიკავისზე იღებს სწორებას საქართველოს ხელისუფლება, როცა საქმე ცენზურის შემოღებისკენ მიყავს? - რუსეთში...

ვისზე იღებს სწორებას საქართველოს ხელისუფლება, როცა საქმე ცენზურის შემოღებისკენ მიყავს? – რუსეთში პუტინის შეურაცხმყოფელი საჯარო პოსტების გაზიარებისთვის დაკავებები დაიწყეს

Published on

რუსეთში ნედიასა დასოციალურ ქსელებში  მაღალჩინოსანთა "აშკარა უპატივცემულობის" გამო დაპატიმრებები და დაჯარიმებები დაიწყო.
 
22 აპრილს ნოვგოროდის რეგიონალური სასამართლოს განაჩენით, ადგილობრივი იური კარტიჟევი, რომელმაც  სოციალურ ქსელში გააზიარა ორი საჯარო პოსტი ფრაზებით "პუტინი ქურდია" და "გაერთიანებული რუსეთი თაღლითებისა და ქურდების პარტიაა" პუტინის შეურაცხყოფისთვის 30 000 რუბლით დააჯარიმეს.  
 
კარტიჟევისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ Twitter-ზე წამოიწყეს ირონიული კამპანია #Путинсказочныйдолбоёб. ინტერნეტ მომხმარებლები ასევე მის პროფილის გვერდზე პუტინს სხვადასხვა მიზეზით ირონიულად მადლობას უხდიდნენ – ერთერთ პლაკატზე ვკითხულობთ: "მადლობა" პუტინს დავალებული ცხოვრებისთვის.
 
 
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც იმ პირებისათვის, ვინც მთავრობას და ოფიციალურ პირებს ონლაინ "შეურაცხყოფს", პატიმრობას ითვალისწინებს.
 
კანონის მიხედვით შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის, რომლებიც "საზოგადოების, ქვეყნის, რუსეთის, ოფიციალური სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლებისადმი უპატივცემულობას" შეიცავს, პირს შესაძლოა 100 000 რუბლამდე ჯარიმა დაეკისროს, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგი ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა მიესაჯოს.
 
ასევე რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსული ინტერნეტის იზოლაციის შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო, რაც რუსეთის ინტერნეტის საერთაშორისო ინტერნეტიდან "გამოთიშვას" გულისხმობს.პარლამენტმა კიდევ ერთი კანონპროექტიც დაამტკიცა, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს დაბოლკოს ვებგვერდები, რომლებიც "შეურაცხმყოფელ მასალას" ან "ცრუ ინფორმაციას" ავრცელებს.
 
 
აი,  საიდან უბერავს ქარი და ვისზე იღებს სწორებას საქართველოს ხელისუფლება და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, როცა საქმე ცენზურის შემოღებისკენ მიყავს. 
 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...