მთავარისიახლეებისაზოგადოებაბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდის პროკურატურასთან აქცია იმართება

ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდის პროკურატურასთან აქცია იმართება

Published on

"თავისუფლება ბესიკ დგებუაძეს", ,,პოლიცია იცავს კრიმინალს", ,,ვითხოვთ სამართლიანობას"- ამ ტრანსპარანტებით ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ პროკურატურასთან.  აქციის მონაწილეები 13 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ და დგებუაძის გათავისუფლებას ითხოვენ. საქმე ეხება 2018 წლის 26 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც დგებუაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას და ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანებას ედავება. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, ისინი ფეხით მსვლელობას აწყობდნენ სამხარეო პოლიციისკენ, თუმცა ისევ პროკურატურასთან გადმოინაცვლეს. ამ წუთებში ბესიკ დგებუაძის მამა პროკურორ ლევან სალიას ხვდება. აქციის მონაწილეები შეხვედრის დასრულებას ელოდებიან.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...