მთავარისიახლეებიპოლიტიკაბრძოლა კულისებში: მთავრობას გახარია აღარ აწყობს? - პანკისში მომხდარი,...

ბრძოლა კულისებში: მთავრობას გახარია აღარ აწყობს? – პანკისში მომხდარი, შესაძლოა, პროვოკაცია იყო და ის უახლოეს მომავალში სხვა ინტრიგებს და მამაძაღლობასაც უნდა ელოდოს

Published on

გაჩნდა მოსაზრება, რომ პანკისში მომხდარი ამბები შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული მზიანმიმართული პროვოკაცია იყო.
 
როგორია პანკისის "მორიგი სისხლიანი სცენარის"  ეს სხვა მხარე? – „ნიუპოსტის“ კითხვებს  ექსპერტი გია ხუხაშვილი პასუხობს.
 
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მომხდარის უკან გახარიას წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციის დანახვა შესაძლებელია და უფრო მეტიც, შს მინისტრი მის წინააღმდეგ მიმართულ უფრო მეტ პროვოკაციებსაც უნდა ელოდოს:
 
„ამის უკან შეიძლება დავინახოთ შეთქმულების რაიმე თეორია? მე ვფიქრობ შეიძლება, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ შიდა გადანაწილებაში რაღაც ცვლილებები დაიწყო. ბუნებრივია გახარია სხვადასხვა ინტერესჯგუფებისთვის, რომლებიც მომრავლდნენ ხელისუფლებაში, გარკვეული დისკომფორტის მატარებელია, როგორც დამოუკიდებელი ფიგურა. როგორც ცნობილია, ის არც ერთ დაჯგუფებაში არ მონაწილეობს და ბუნებრივია, სამიზნე ამ შემთხვევაში შეიძლება ისიც ყოფილიყო. თუმცა, ეს მხოლოდ თეორიაა. ასეთი ტიპის გეგმა, რომ მიმართული ყოფილიყო გახარიას წინააღმდეგ და შეიძლება პროცესები ნამდვიალდ ისე განვითარებულიყო, რომ გახარიას გადადგომა გარდაუვალი ყოფილიყო, თვითონ რომ სწრაფი ზომები არ მიეღო, ეს გამოსარიცხი არ არის.
 
ეს არის ნამდვილად მრავალსაკითხიანი პრობლემა, სამიზნე შეიძლება ყოფილიყო გახარია, მე საერთოდ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გახარია სხვა ინტრიგებს და მამაძაღლობასაც უნდა ელოდოს, იმიტომ, რომ იმდენად შეიცვალა ხელისუფლებაში ძალის ცენტრების გადანაწილება, რომ ის უახლოეს პერიოდში იქნება მთავარი სამიზნე, ასეთია ხელისუფლების ბუნება, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლა კულისებში ყოველთვის მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ გახარიაზე შეტევები კიდევ განხორციელდება.“, – მიიჩნევს ექსპერტი.
 
„ახლა ძალიან რთული დილემის წინაშე დგას შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმიტომ, რომ ერთის მხრივ პასუხისმგებლობა უნდა გამოიკვეთოს და უნდა იქნას გარკვეულწილად დასჯილი, მეორეს მხრივ კი ძალიან სახიფათო იქნება ამ ფონზე ამ ყველაფრის განვითარება, ასე რომ საკმაოდ რთული და სწორი მოქმედებებით გასავლელი გზა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. უნდა გვახსოვდეს, რომ აქ მთავარი პრობლემა არ იყო ჰესის მშენებლობა, მთავარი ჭრილობა არის ის ღია ჭრილობა, რომელიც მაჩალიკაშვილის საქმეს ახლავს, აქედან გამომდინარე ძალიან აკურატული მოქმედებებია საჭირო. თუმცა ამ თემის ღიად დატოვება და კუდამოძუებული სპეცრაზმის ამ ისტორიაზე დატოვება, დამაზიანებელია. შუალედური გამოსავალია მოსაძებნი და რა არის ეს გამოსავალი, ხელისუფლებამ უნდა მოიფიქროს“, – განმარტავს ხუხაშვილი.
 
 
 
 
.​

სიახლეები

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი- ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა...

შიო III-მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი

მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ...

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის...

„ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით, თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

„ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის...