მთავარისიახლეებისამართალიუკრაინელი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მათი თანმხლები ქალის მიმართ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით...

უკრაინელი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მათი თანმხლები ქალის მიმართ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით წარმოებს

Published on

ზუგდიდიდან ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდა.
 
დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში „ლჯ და კომპანია“ აცხადებენ, რომ ბავშვები შედარებით კარგად არიან და მათ ინტოქსიკაციის ნიშნები აღარ აღენიშნებათ. მათივე ინფორმაციით, ბავშვები კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩებიან, ვიდრე მათი მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელი არ იქნება. კლინიკაში რჩება ბავშვების თანმხლები ქალიც, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან.
 
 
შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, თანმხლებ ქალთან ერთად ცხოვრობდნენ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.
 
ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ტრეფიკინგის მუხლით აწარმოებს.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...