მთავარისიახლეებისამართალისისხლიანი გარჩევა გრიგოლიშში, "ქართული ოცნების" შტაბში - შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დამნაშავე...

სისხლიანი გარჩევა გრიგოლიშში, “ქართული ოცნების” შტაბში – შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია

Published on

 სისხლიანი გარჩევა "ქართული ოცნების" შტაბში – შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია  სოფელ გრიგოლიშში 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტს, შს მინისტრის მოადგილე ეხმაურება.
 
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
 
„ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. უკვე დადგენილი გვყავს პირი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს საათებში და უახლოეს დღეებში მოხდება ამ პირის დაკავება და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, მე არ ვიცი ამ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებები. ბუნებრივია, როდესაც გამოცხადდება ან დავაკავებთ მოხდება შესაბამისი კითხვების დასმა და გავერკვევით მერე სიტუაციაში დეტალურად. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა არც მის პოლიტიკურ კუთვნილებას და არც მის შეხედულებებს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერი თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი, პასუხისმგებლობის საკითხი  დადგება ყველა იმ პირის ვინც დანაშაულს ჩაიდენს,“-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
 
სისხლიანი გარჩევა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის სოფელ გრიგოლიშში, მმართველი პარტიის შტაბში, გვიან ღამით მოხდა.
 
„ქართული ოცნების“ წევრებს შორის, ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, მოგვიანებით კი დაპირისპირებას გასროლა მოყვა. ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ალიკა ლაგვილავას თანასოფლელმა, ბეჟან გვაზავამ ესროლა. კონფლიქტს წინ შელაპარაკება უძღოდა, რაც სავარაუდოდ არჩევნებს უკავშირდება.
 
შემთხვევის თვითმხილველი ამბობს, რომ შტაბიდან გასვლის შემდეგ სროლა გარეთ გაგრძელდა, პირველი გასროლა კი შტაბში მოხდა. .

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...