ნარაზენის ინციდენტისას დაკავებული მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.მას 1500 ლარის გადახდა მოუწევს. ჩხეტია სასამართლოზე ადვოკატთან ერთად მივიდა. დღეს სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ყოფილ პოლიციელს ბრალი 166-ე და 173- ე მუხლებით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობას ითვალისწინებს. მანუჩარ ჩხეტიას თქმით, ის არის უდანაშაულო და ეს დაკავება იყო მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკური მოტივით „ არანაირი დანაშაული არ მქონია, არავისთვის არ გამიწევია წინააღმდეგობა, პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაცია პირადად ახორციელებდა ჩემს დაკავებას“- აცხადებდა ჩხეტიამ 12 აპრილს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. შემთხვევა ნარაზენში 11 აპრილს, მაშინ მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი საარჩევნო შეხვედრას მართავდა.
მანუჩარ ჩხეტიას 1500 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს
სიახლეები
საზოგადოება
ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა
საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...
სიახლეები
აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...
სიახლეები
არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე
"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...
სიახლეები
თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...