მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი უფროსის მოვალეობის შემსრულებელს დაუპირისპირდა.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი უფროსის მოვალეობის შემსრულებელს დაუპირისპირდა.

Published on

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის აფხაზეთის წარმომადგენლობის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე ჩიკვაიძეს დაუპირისპირდა. თეონა ქარდავა ამჯერად დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წევრია, რომელიც ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ჟურნალისტებისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე მან მთავარი მოთხოვნები გააჟღერა. ქარდავა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირებისთვის თანაბარი პირობების შექმნას ითხოვს, მისი განმარტებით, კონკურსის პირობები მორგებულია მხოლოდ ერთ ადამიანზე, რომელიც დღეს ამ თანამდებობაზე რჩება როგორც მოვალეობის შემსრულებელი, თეონა ქარდავა საკონკურსო კომისიაში მონაწილეობის ნებართვას ითხოვს, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.ქარდავა ასევე ითხოვს იმ პირების დასჯას, ვისაც აფხაზური ე. წ. მწვანე პასპორტები გააჩნიათ და მუშაობენ აფხაზეთის მთავრობაში, ასევე რეგიონში მომუშავე პრესსამსახურების შტატების გაუქმებასაც ითხოვს, რადგან მისი აზრით, ისინი უფუნქციოდ არიან და ასევე მიმართავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ვახტანგ ყოლბაიას, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ის უვადო შიმშილობას დაიწყებს.ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს უარყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი  ალექსანდრე ჩიკვაიძე.მისი განმარტებით, ქარდავა სამსახურიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო გაათავისუფლეს, რაც შეეხება კონკურსში დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ჩართვას, ჩიკვაიძე აცხადებს, რომ ეს სამინისტროს კომპეტენციაა, ხოლო პრესსამსახურების უფუნქციობაზე მისი პასუხი ასეთია:’ ეს არის პიროვნული კონფლიქტის შედეგად ნათქვამი რაღაც“. ჩიკვაიძემ აფხაზურ პასპორტებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა,რომ სრული ინფორმაცია ამის შესახებ მას არ გააჩნია, თუმცა აცხადებს, ეს სადაო საკითხია და ამაზე ამომწურავი პასუხი არ გააჩნია.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრე ჩიკვაიძე 2015 წლის 1 დეკემბერს დაინიშნა.

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...